სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკრაინელ მარტოხელა დედას პატიმრობა სამი თვით გაუგრძელდა

სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკრაინელ მარტოხელა დედას პატიმრობა სამი თვით გაუგრძელდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და  საქართველოში დაკავებულ უკრაინელ მარტოხელა დედას ირინა სავიცკაიას სამი თვით პატიმრობა გაუგრძელდა.

პროცესზე დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა, რომლის მიხედვითაც  ქონების მითვისების მცდელობაში ბრალდებული ირინა სავიცკაია 150 000 ლარის გირაოს შეფარდების სანაცვლოდ უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა ბათილად ცნო.

"პირველთან" საუბარში, სავიცკაიას უფლებადამცველმა გიორგი კონდახიშვილმა აღნიშნა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება უარგუმენტო იყო, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, შესაბამისად, რელევანტური იქნებოდა გირაოს შეფარდება.

"სასამართლო გადაწყვეტილებას შევაფასებ, როგორც დაუსაბუთებელს. არგუმენტაცია ძნელად თუ შეიძლება მოეპოვებოდეს, როდესაც ქალბატონი ავადმყოფი შვილის დედა კვლავ პატიმრობაში რჩება. დაცვის მხარის მხრიდან შეთავაზებული იყო მყარი პოზიციები გირაოსთან დაკავშირებით, თუმცა სასამართლომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრობაში დატოვა, მაშინ როდესაც აბსოლუტურად რელევანტური იყო ჩვენი მოსაზრება. როგორც მოგეხსენებათ პროკურატურის შუამდგომლობა იყო, რომ ვერ გავერკვიეთ საქმეში და დავტოვოთ პატიმრობაში კიდე 3 თვის განმავლობაში, სანამ ჩვენ გავერკვევით ექსტრადიცია შეიძლება, თუ არაო... ჩვენ ვითხოვდით, ძალიან მარტვად, სანამ თქვენ გაერკვევით - გთხოვთ, რომ ამ ადამიანს მიეცეს თავის მცირე არასრულწლოვან შვლთან ერთად გაატაროს დრო. გირაოს, რა თქმა უნდა, გადავიხდიდით. არის პირდაპირი მტკიცებულებები, რომ უკრაინის ხელისუფლება ანხორციელებს არნახულ დევნას, სისხლის სამართლის საქმეების შეკერვას. აი, სწორედ ამას ვამბობთ ჩვენ, რომ სანამ ეს პოზიცია გაირკვევა და სანამ გადაწყდება ექსტრადიცია ხდება, თუ არა ქალბატონი მის არასრულწლოვან შვილთან ერთად ყოფილიყო, რომელსაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს", - განაცხადა ადვოკატმა.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ კონდახიშვილმა აღნიშნა, რომ განჩინების გასაჩივრებას აპირებს.

„განჩინების გასაჩივრებას ვაპირებთ, თუმცა იმედი არ გვაქვს ნამდვილად. კერძოდ, რამდენიმე სასამართლო პროცესი ჩატარდა და სამართლებრივ მიდგმას ვერ ვხედავთ.  ცოტა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებია, მაშინ როდესაც დაფიქისირებულია სახალხო დამცველის პოზიცია, რომ აქ არის პოლიტიკური ნიშნები. ამ ყველაფერს არ იღებს სასამართლო მხედველობაში“, - თქვა დაცვის მხარის წარმომადგენელმა.

პროცესზე ასევე არ დაკმაყოფილდა სავეცკაიას ადვოკატების შუამდგომლობა და მათი დაცვის ქვეშ მყოფს საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარი ეთქვა.

"გამოცხადა სარეზულიციო ნაწილი, სადაც უარი გვეთქვა ჩვენს საჩივარზე, კერძოდ, ჩვენ ვითხოვდით, საერთაშორისო დაცვის მინიჭებას ირინა სავეცკაიასთვის და სასამართლომ არ დააკმაყოფილა", - განაცხადა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა.

კიევის მოთხოვნით ირინა სავიცკაია საქართველოში 30 ივნისს დააკავეს. ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მას უკრაინის საგამოძიებო უწყებები კონკურენტი კომპანიის ქონების მითვისების მცდელობას ედევებიან.

ირინა სავეცკაია ლტოლვილის სტატუსის მინისჭებასა და საქართველოში ცხოვრებას ითხოვს, რადგან მისი განმარტებით, ექსტრადირების შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება.

გოცირიძე: ლარს მთავრობა და ეროვნული ბანკი აუფასურებდნენ, ახლაც მათ კისერზეა ეს ცოდვა

გოცირიძე: ლარს მთავრობა და ეროვნული ბანკი აუფასურებდნენ, ახლაც მათ კისერზეა ეს ცოდვა

17 საათის წინ

"ლარს მთავრობა და ეროვნული ბანკი აუფასურებდნენ და ახლაც მათ კისერზეა ეს ცოდვა", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს. "ყველას გასაგონად, ვინც დიდ სისულელეს ამბობს, რომ ”ლარი იმიტომ...