მთავარი » ეკონომიკა » ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია "ყველაზე ღია საჯარო უწყებად" დასახელდა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია "ყველაზე ღია საჯარო უწყებად" დასახელდა
15:47 | 29 დეკემბერი, 2017

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია "ყველაზე ღია საჯარო უწყებად" დასახელდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2017 წელს "ყველაზე ღია საჯარო უწყებად" დასახელდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ორგანიზაციამ "ახალგაზრდა ადვოკატები" საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 2017 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა და სასამართლო ინსტანციის, საჯარო და კერძო სექტორის, ასევე მედიის წარმომადგენლები სპეციალურ ნომინაციებში დააჯილდოვა.

ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიას "ახალგაზრდა ადვოკატები" 2014 წლიდან მართავენ. დაჯილდოების ცერემონიაზე სულ 21 ნომინანტი გამოვლინდა.