"გალტ ენდ თაგარტმა" წარმატებით განათავსა მისო "კრისტალის" 10 მილიონი ლარის 2-წლიანი ობლიგაციები

"გალტ ენდ თაგარტმა" წარმატებით განათავსა მისო "კრისტალის" 10 მილიონი ლარის 2-წლიანი ობლიგაციები

სს "გალტ & თაგარტმა", ს.ს. მისო "კრისტალის" (კრისტალი) 10 მილიონი ლარის ღირებულების, 2 წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვება უზრუნველყო. ხსენებულ ობლიგაციებზე მოთხოვნამ, მიწოდებას მნიშვნელოვნად გადააჭარბა, რამაც განაპირობა ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთის  0%-ით განსაზღვრა.

"კრისტალი" წარმოადგენს პირველ არასაბანკო საფინანსო დაწესებულებას საქართველოსა და რეგიონში, რომელსაც სარეიტინგო კომპანია ფიტჩის (Fitch Ratings)  რეიტინგი მიენიჭა. აღნიშნულმა რეიტინგმა და ისტორიულად კომპანიის თანმიმდევრულმა ფინანსურმა შედეგებმა განაპირობა ინვესტორების მაღალი ნდობა და ინტერესი ფასიანი ქაღალდის მიმართ. დაგეგმილია კრისტალის კორპორატიული ობლიგაციის საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსება.

"მოხარულები ვართ ამ წარმატებული დებიუტით საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. ლარში დენომინირებული ობლიგაცია კრისტალის დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციისა და საფინანსო სექტორის დედოლარიზაციისკენ გადადგმული მნიშნელოვანი ნაბიჯია. მოზიდული დაფინანსებით კრისტალი გააგრძელებს მიკრო-მეწარმეებისა და ფერმერების დაფინანსებას მთელი საქართველოს მასშტაბით", - განაცხადა კრისტალის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ, არჩილ ბაკურაძემ.

"მოხარული ვარ ავღნიშნო "გალტ & თაგარტის" როლი "კრისტალის"-ის ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. მომხმარებელი დიდი ინტერესით შეხვდა ობლიგაციების გამოშვებას, რის შედეგადაც  მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა. მინდა მივულოცო "გალტ & თაგარტის" მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი  გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, გახდა საინვესტიციო-საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში. სადღეისოდ "გალტ & თაგარტს" მიმართავენ კერძო და საჯარო კომპანიები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები", - განაცხადა "გალტ & თაგარტის" მმართველმა დირექტორმა - ოთარ შარიქაძემ.

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

10 საათის წინ

კამპანიამ "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით,  სტარტი თბილისში, 17 სექტემბერს აიღო კამპანიის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" მიერ...