2017 წლის III კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 189.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა

2017 წლის III კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 189.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2017 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 16.7 მლრდ აშშ დოლარი (41.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 112.2 პროცენტია.

2017 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 189.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან ვალი ოპერაციული ცვლილებების გამო 98.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, საკურსო ცვლილებების გამო 71.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ფასის და სხვა ცვლილებების გამო, შესაბამისად, 11.7 და 8.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.1 მლრდ აშშ დოლარი (17.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 47.7 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.2 მლრდ აშშ დოლარი (12.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 34.6 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 247.6 მლნ აშშ დოლარი (613.2 მლნ ლარი; მშპ-ს 1.7 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად - 838.9 მლნ აშშ დოლარი (2.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.6 პროცენტი) და 869.7 მლნ აშშ დოლარი (2.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.8 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 3.6 მლრდ აშშ დოლარი (8.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 23.8 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 5.2 მლრდ აშშ დოლარი (12.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 35.1 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.5 მლრდ აშშ დოლარი (6.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.0 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 92.1 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2017 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 9.8 მლრდ აშშ დოლარი (24.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 65.6 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 4.1 მლრდ აშშ დოლარია (10.0 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 27.2 პროცენტია.

2017 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 3.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, საკურსო ცვლილებების გამო  ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 3.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ოპერაციული ცვლილებების გამო -  822.0 ათასი აშშ დოლარით შემცირდა. 2017 წლის მესამე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 247.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 203.6 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2 საათის წინ

2018 წლის 25 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 51 190 000 ლარი...