ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 15 უმაღლეს სასწავლებელთან მემორანდუმი გააფორმა

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 15 უმაღლეს სასწავლებელთან მემორანდუმი გააფორმა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული  ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ 15 უმაღლეს სასწავლებლის წარმომადგენელთან მემორანდუმი გააფორმა. ხელმოწერა თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

(ISET) მემორანდუმის შედეგად  თბილისის ტურისტული კომპანიების კვლევით სამუშაოებში  უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები  მიიღებენ მონაწილეობას.

კვლევის  დასრულების შემდეგ დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, ორგანიზებული მოგზაურობის  მახასიათებლებს და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები თავიანთი საქმიანობის დასაგეგმად.  კვლევის დახმარებით განისაზღვრება მოგზაურების ძირითადი ბაზრები, მონახულებული და პოპულარული ადგილები, შეთავაზებული ტურების ტიპები, მათი რაოდენობა,  ხანგრძლივობა, არსებული პრობლემები და სხვა.   კვლევის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია  ასევე ითანამშრომლებს საქართველოში შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციასთან (GITOA) და საქართველოს ტურიზმის ასოციაციასთან(GTA)-სთან.

"ბოლო წლებში ტურიზმის დინამიურმა განვითარებამ და უცხოეული ტურისტების რეკორდულმა რაოდენობამ იმ კომპანიების რიცხვი გაზარდა, რომლებიც შემომყვანი ტურიზმით არიან დაკავებულები. შესაბამისად ამ კვლევევის მიზანი გახლავთ, რომ ჩვენს პატრიონ უმაღლეს სასწავლებებლთან და ტურიზმის ასოციაციებთან ერთად ჩავატაროთ დეტალური სამუშაოები თუ რა ინტერესები ჰქონდათ საქართველოში შემოსულ ტურისტულ ჯგუფებს, რაც წინაგადადგმული ნაბიჯი იქნება მომავალი გეგმებისთვის", - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

თანამშრომლობა შედგება შემდეგ უნივერსიტეტებთან და პროფესიულ სასწავლებლებთან:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • საქართველოს უნივერსიტეტი;
  • კავკასიის უნივერსიტეტი;
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
  • პროფესიული კოლეჯი "იკაროსი";
  • კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
  • საპატრიარქოს წმ. ანდრიას პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი;
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
  • საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი;
  • ევროპის უნივერსიტეტი;
  • სულხან საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი;
  • თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი;
  •  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
კამპანიის "ძალა ევროპაშია" პირველი ევროტური კახეთში დასრულდა

კამპანიის "ძალა ევროპაშია" პირველი ევროტური კახეთში დასრულდა

10 საათის წინ

კოალიციის "ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენლები კამპანიის "ძალა ევროპაშია" მხარდამჭერებთან და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად კახეთის რეგიონს ესტუმრნენ.  ტურის...