ქუმსიშვილი: მადლობას ვუხდი კალაძეს, რომელიც ენერგეტიკის მიმართულებას 5 წელი ხელმძღვანელობდა

ქუმსიშვილი: მადლობას ვუხდი კალაძეს, რომელიც ენერგეტიკის მიმართულებას 5 წელი ხელმძღვანელობდა

"მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ელექტროენერგიით გამართულ მომარაგებას და, რა თქმა უნდა, კახი კალაძეს, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ამ მიმართულებას", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სააქციო საზოგადოება "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ოფისში სტუმრობისას.

პირველმა ვიცე-პრემიერმა სახელმწიფო კომპანიაში  ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და იქ დამონტაჟებული მართვის ფარი დაათვალიერა და კომპანიის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას, სამომავლო განვითარების ძირითად მიმართულებებს გაეცნო.

საქართველოს მთავრობის კანონში შესული ცვლილების შედეგად, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაერთიანდა.

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2 საათის წინ

2018 წლის 25 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 51 190 000 ლარი...