მთავარი » ბიზნესი » გიორგი ცინცაძე: 2018 წელს ენერგოეფექტურობაზე ზრუნვა ქვეყნისთვის პრიორიტეტული უნდა გახდეს
გიორგი ცინცაძე: 2018 წელს ენერგოეფექტურობაზე ზრუნვა ქვეყნისთვის პრიორიტეტული უნდა გახდეს
13:47 | 29 დეკემბერი, 2017

გიორგი ცინცაძე: 2018 წელს ენერგოეფექტურობაზე ზრუნვა ქვეყნისთვის პრიორიტეტული უნდა გახდეს

აუცილებელია სამშენებლო კომპანიებმა დაიწყონ ნანო ტექნოლოგიებით დამზადებული პროდუქტების გამოყენება
ექსპერტები და სპეციალისტები  ენერგოეფექტურობის აუცილებლობასა და  ენერგომატარებლების გამოყენების შემცირებაზე ბევრს საუბრობენ და უნიკალურსა და დროულს უწოდებენ ნანო ტექნოლოგიებით დამზადებულ პროდუქტებს.
 
ამასთან, მისი გამოყენების მნიშვნელობაზეც მიანიშნებენ და ვარაუდობენ, რომ სამშენებლო ბაზარზე ნანო ტექნოლოგიებით შექმნილი პროდუქტი, კიდევ  უფრო, მოთხოვნადი გახდება.
 
დღეს, კომპანია "სიგმა ტექნოლოჯის & სოლუშენსი" წარმოგიდგენთ პროდუქტს "ვესტუსს", რომელიც ქართულ ბაზარზე სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. "ვესტუსი" ნანო ტექნოლოგიით დამზადებული თერმო, ჰოდრო და ანტიკოროზიული და ხმის საიზოლაციო ინოვაციური პროდუქტია, რომელსაც საქართველოსა და მის მეზობელ ამიერკავკასიის ქვეყნებში ანალოგი  არ გააჩნია.
 
კომპანია "სიგმა ტექნოლოჯის & სოლუშენსი" დაარსდა ქართული კაპიტალით და ქართულ საზოგადოებას ნანო ტექნოლოგიით დამზადებული პროდუქტი "ვესტუსი" გაზაფხულზე წარუდგინა. კომპანია ახალ პროდუქტს საქართველოში აწარმოებს და მეზობელ ქვეყნებში ექსპორტის ექსკლუზიური უფლებით სარგებლობს, რაც შეეხება პროდუქტს, ის შექმნილია სპეციალური ფორმულით და მისი ინოვაციურობის საიდუმლოც სწორედ ამაშია.
 
როგორც ირკვევა ენერგოეფექტურობაზე ყველა საუბრობს, თუმცა რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქართულ ბაზარზე, რა შეიცვალა ახალი პროდუქტის "ვესტუსის" წარდგენიდან ერთი წლის განმავლობაში, რამდენად მოთხოვნადი გახდა ნანო ტექნოლოგიებით დამზადებული პროდუქტი ქვეყანაში, რა მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება კომპანია "სიგმა ტექნოლოჯის & სოლუშენსის" მიერ  ამ მიმართულებით,  როგორ შევხდეთ ზამთარს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ინოვაციური პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "სიგმა ტექნოლოჯის &სოლუშენსის" თანადამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცინცაძე:
 
- კომპანიისთვის 2017 იყო სტარტის წელი. სწორედ ამ წელს დავიწყეთ ქართულ ბაზარზე ოპერირება. საკმაოდ, დიდი დრო დასჭირდა მოსამზადებელ სამუშაოებს, დავიწყეთ წარმოება,  გავმართეთ ნედლეულის მოწოდების არხები, მათ შორის ალტერნატიული არხებიც. ეს არის კომპანია, რომელიც ორიენტირებულია სამშენებლო მასალების ახალი და ინოვაციური ტექნოლოგიების საქართველოს ბაზარზე შემოტანასა და დანერგვაზე. წარმოებაში გამოიყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის ნედლეული, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ერთი სიტყვით, 2017 იყო პროდუქტის ბრენდირების წელიც. შეიქმნა კომპანიის ბრენდბუქი, რაც ძალიან მნიშვნელვანია კომპანიის იმიჯისთვის.  დავიწყეთ ორგანიზაციულ სტრუქტურაზე მუშაობა. ბაზარზე დავიწყეთ ოპერირება როგორც ფუნქციონარულად და იდეურად, სრულიად ახალი პროდუქტით. განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი. გაჩნდა ახალი მიმართულებები და იდეები. მომხმარებლის დიდმა ნაწილმა დადებითად მიიღო ჩვენი პროდუქცია და გავხდით მეტნაკლებად ცნობადი გარკვეული სეგმენტისთვის.
 
- ენერგოეფექტურობაზე ზრუნვა ქვეყნისთვის პრიორიტეტული გახდა, მის მნიშნელობაზეც მიანიშნებენ ბუნების დამცველებიც, რამდენად მოთხოვნადია დღეს ქართულ ბაზარზე თქვენი პროდუქტი და გამოიკვეთა თუ არა თქვენი მომხმარებელი?
 
- 2014 წლის ივნისში საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ხოლო ორი წლის შემდეგ ევროპის ენერგეტიკული გაერთაინების წევრი გახდა. ამით ქვეყანამ ენერგოეფექტური ნაგებობების აშენების ვალდებულაც აიღო. ვერ გეტყვით, რომ სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ღონისძიებები გატარდა, რომელიც ჩვენს პროდუქტს ცნობადს გახდიდა. თუმცა მათი ჩართულობა სამომავლოდ აუცილებელია, რომ მომხარებელმა გაიაზროს რამდენად ფინანანსურად მნიშვნელოვანია  ენერგოეფექტურობა და რა ღონისძიებებია გასატარებელი. ზოგადად, საზოგადოებაში დაბალია ამ მხრივ ცნობადობა. არ იციან ჩვენი პროდუქტის დანიშნულება, ის პოზიტივი თუ რა სარგებელს მოუტანს მათ. ზოგადად, ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვა მოსახლეობას ხელს შეუწყობს, რომ მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოცულობა შემცირდეს, შესაბამისად, შემცირდება გადასახდელი თანხის რაოდენობაც.
 
- ზოგადად მსოფლიოში შეიცვალა მიდგომები...
 
- ენერგიის მოხმარება მსოფლიოში იზრდება და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შენობა იყოს უფრო ენერგოეფექტური, დაინერგოს ენერგოეფექტურობა წარმოებაში (ან მრეწველობაში), უფრო ენერგოეფექტური ტრანსპორტი ქვეყანაში და.შ. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ამ ფონზე ქვეყანაში შემოდის ახალი კომპანია, რომელიც აწარმოებს ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალას ნანო ტექნოლოგიის გამოყენებით. რაც ასევე ხელს შეუწყობს გარემოს დაცვით პრინციპების დაცვასა და მწვანე ბიზნესის განვითარებას ქვეყანაში. ქვეყანაში  უკვე დაიწყო სახელმწიფო რეგულაციები, მაგალითად, სამშენებლო კომპანიებს  აეკრძალა არაკონდენსატური წყლის ქვავების დამონტაჟება, შესაბამისად, მოთხოვნა გაიზარდა კონდენსატურ ქვაბებზე, საიდანც გარეთ მხოლოდ წყლის ორთქლი გამოიყოფა, რაც მომგებიანის ეკოლოგიური თვალსაზრისითად და განახევრებულია ფინანსური ხარჯებიც.
 
- ქართველი მომხმარებლისთვის რამდენად ცნობილია ახალი პროდუქტი "ვეტუსი" და როგორია მათი ქცევა?
 
- ჯერ ერთი წელიც არ არის რაც ქართულ ბაზარზე ვართ, ბუნებრივია ჩვენი პროდუქციის შესახებ ცნობადობა იყოს დაბალი. დროის სიმწირის გამო ვერ მოვასწარით ფართო მასებისთვის პროდუქტის გაცნობა. გარდა ამისა, ჩვენ არ შევედით საცალო ბაზარზე. გარკვეული ფაქტორების გამო,  მისი გამოყენება უნდა მოხდეს ტექნლოგიური  წესების დაცვით, მოსახლეობას კი არ გააჩნია ინფორმაცია მისი გამოყენების შესახებ, ასევე ნაკლებად არის ინფორმირებული ზოგადად რას ნიშნავს -  ეფექტურობა და რა სარგებელს მოუტანს ნანოტექნოლოგიებით დამზადებული პროდუქტის მოხმარება. ჩვენ ვგეგმავთ გავაკეთოთ ტრენინგ ცენტრი, სადაც მოხდება იმ კომპანიების სპეციალისტების გადამზადება, რომლებიც ასრულებენ სარემონტო სამუშაოებს.
 
- "ვესტუსი" ინოვაციური პროდუქტია, მაინც რა განაპირობებს მის უნიკალურობას?
 
- მისი გამოყენების სიმარტივე, რომელიც შენობა-ნაგებობის შენახვის მინიმუმ 16 წლიან გარანტიას იძლევა. დღეს ქართულ ბაზარზე აღნიშნულ პროდუქტზე მოთხოვნა ნელ-ნელა იზრდება, მით უფრო, როცა აღნიშნული ხარისხის და ფასის შესაბამისი პროდუქტის ანალოგი საქართველოში არ არის, რაც კვლევებმაც დაადგინა.
 
- კომპანია "სიგმა ტექნოლოჯის & სოლუშენსმა" სამთო-სათხილამურო კურორტის "გოდერძის"  წყალსაცავის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა, მოგვიყევით ამის შესახებ…
 
- წყალსაცავის ჰიდროიზოლაციის, რეაბილიტაციის საჭიროება  წყლის გაჟონვის შემდეგ დადგა. საქმე გვქონდა  დიდ დანაკარგებთან და პრობლემა შეიქმნა კურორტზე არსებული ობიექტებისთვის წყლის მიწოდების მიმართულებით. სარეაბილიტაციო სამუშაოები 12 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და  წარმატებით დასრულდა. დათვალიერებისას დაგვხვდა იმაზე მეტი პრობლემა, ვიდრე ველოდით. რეზერვუარში არსებული წყალი იღვრებოდა და ბინძურდებოდა გარედან შემოდინებული წყლით. თავის დროზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, იზოლაცია არასწორად იყო გაკეთებული. თუმცა ჩვენი პროდუქტის გამოყენებით,  შევძელით საჭირო  სამუშაოების ხარისხიანად განხორციელება - დღეს კურორტს წყლის პრობლემა აღარ გააჩნია. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული წყალსაცავით ადგილობრივი მოსახლეობას სარგებლობს, წყალი ასევე მიწოდება  კოტეჯებს, სასტუმროებსაც და მიმდინარე სამშენებლო ობიექტებს. ამასთან, ამ ეტაპზე წყალსაცავს არანაირი ხარვეზი არ გააჩნია: შესაბამისად,  შესაძლებელია მისი სრული დატვირთვით მუშაობა "ვესტუსის მიერ მაღალი ხარისხით მოხდა სამუშაოების წარმოება, გამოყენებული იყო ნანოტექნოლოგიები, რის შედეგადაც საკმაოდ ეფექტურად და სწრაფი ტემპით მოხდა წყალსაცავის რეაბილიტირება.
 
- ამ ეტაპზე თუ თანამშრომლობთ სამშენებლო კომპანიებთან?
 
- პროცესი მიმდინარეობს, აუცილებელია სამშენებლო კომპანიებმა დაიწყონ ჩვენი პროდუქციის გამოყენება.
 
- და მაინც, რას გულისხმობს ენერგოეფექტურობა შენობებში?
 
- ჩვენს მიერ შეძენილი ენერგომატრებლებით არ "გავათბოთ" ატმოსფერო. მცირე დანახარჯებით ვუზრუნველყოთ საკუთარის ბინის თუ სახლის თბო მომარაგება და გაგრილება.
 
- ზამთარის სუსხიანი დღეები წინ გვაქვს, რას ურჩევთ  სამომავლოდ მოსახლეობას? როგორ დაიცვას თავი სინესტისგან, სიცივისგან? მაგ: პრობლემები დასავლეთ რეგიონში, მათ შორის, ბათუმში?
 
- ვესტუსის გამოყენებით მოსახლეობა დაზოგავს ზამთრის პერიოდში  ძვირდაღირებულ გაზს, დენს, შეიქმნის ფინასურ და გარემო კომფორტს, ჩვენი ქვეყანა დაზოგავს მყარ ვალუტას და გახდება შედარებით ენერგოდამოუკიდებელი. დასავლეთ საქართველოს ზონაში, სადაც მოსახლეობას ძალიან აწუხებს ნესტის პრობლება (კონდენსატის და ნესტის არსებობა) "ვესტუსის" გამოყენებით იქნება გადაწყვეტილი. შედეგად, აღარ დაზიანდება ინტერიერი, არ წარმოიქმნება დისკომფორტი და დაიზოგება შიდა და გეარე რემონტისთვის გამოყოფილი თანხები
 
- როგორი წარმოგიდგენიათ 2018 წელი კომპანიისთვის?
 
- საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. ერთი წლის შემდეგ, მინიმუმ ჩვენს შესახებ ეცოდინება ყველას, რაც შეეხება მოხმარებას, ვფქირობთ მოხმარება გაიზრდება 100 პროცენტით. გეგმის განხორციელებაში აუცილებლად ხელი უნდა შეგვიწყოს სახელმწიფომ, რადგან 2018 წელს ენერგოეფექტურობაზე ზრუნვა ქვეყნისთვის პრიორიტეტული უნდა გახდეს და მისი მნიშვნელობა უნდა გაიაზროს საზოგადოებამ.