სემეკმა წყალმომარაგების ტარიფები დაადგინა

სემეკმა წყალმომარაგების ტარიფები დაადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს", შპს "მცხეთის წყალსა" და შპს "რუსთავის წყალს" 2018-2020 წლებისთვის წყალმომარაგების ტარიფები დაუდგინა.

ტარიფები მოცემულია დღგ-ს ჩათვლით. ტარიფების მოქმედების ვადაა 2018 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით:

შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის" წყალმომარაგების ტარიფებია:

საყოფაცხოვრებო ტარიფები

გამრიცხველიანებული აბონენტებისათვის:  0.329 თეთრი/მ3

გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისათვის (სულადობრივი): 3.892 ლარი/სულზე/თვეში

არასაყოფაცხოვრებო ტარიფი: 4.400 ლარი/მ3

შპს "მცხეთის წყალის" წყალმომარაგების ტარიფები:

საყოფაცხოვრებო ტარიფები

გამრიცხველიანებული აბონენტებისათვის: 0.329 თეთრი/მ3

გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისათვის (სულადობრივი): 3.888 ლარი/სულზე/თვეში

არასაყოფაცხოვრებო ტარიფები: 3.548 ლარი/მ3

შპს "რუსთავის წყალის" წყალმომარაგების ტარიფები:

საყოფაცხოვრებო ტარიფები

გამრიცხველიანებული აბონენტებისათვის:  0.405 თეთრი/მ3

გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისათვის (სულადობრივი): 2.281 ლარი/სულზე/თვეში

არასაყოფაცხოვრებო ტარიფები:  3.644 ლარი/მ3

გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

20 იანვარი, 2017

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო...