"ვენდიმ" "ცელქი ბავშვების 3D"-ს წინასაპრემიერო ღონისძიებას უმასპინძლა

"ვენდიმ" "ცელქი ბავშვების 3D"-ს წინასაპრემიერო ღონისძიებას უმასპინძლა

"ვენდიმ" დოლიძეზე „ცელქი ბავშვების 3D“-ს წინასაპრემიერო ღონისძიებას უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც სტუმრად მოსულ ბავშვებს ბევრი სიურპრიზი და მხიარულება დახვდა. წინასაპრემიერო ღონისძიებას "ცელქი ბავშვების 3D"-ს მსახიობები: რუსკა მაყაშვილი, ნიკა გრიგოლია, ჯაბა კილაძე.  დანიელა ბეშქენაძე, თეკლა კვიჟინაძე, ქეთო სიახარულიძე, გიგი გოგრიჭიანი და ბარბარე ჯინჭარაძე დაესწრნენ.

წლევანდელი ევროვიზიის საქართველოს წარმომადგენელმა გრიგოლ ყიფშიძემ კი ფილმის მელოდიები ბავშვებთან ერთად შეასრულა. ღონისძიებაზე  "ცელქი ბავშვების 3D"-ს ფილმზე დასასწრები ბილეთებიც გათამაშდა. "ვენდი" "ცელქი ბავშვების" ქასთინგის და წარდგენის ოფიციალური პარტნიორია.

"ვენდისში" ბავშვებს დახვდათ ყველასათვის საყვარელი ვენდისა და დანკინ დონატსის ანიმატორები, სტუმრებს შეეძლოთ სახის მოხატვა და სამახსოვრო ფოტოების გადაღება,  სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების და ფერადი ბუშტებით ფიგურების დამზადება. "ვენდისში" ტორტით,  დონატებით და "ჩეროს" უგემრიელესი წვენებით გაუმასპოინძლდნენ ყველა სტუმარს.

"ვენდის" ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება "ვისოლ ჯგუფმა" 2013 წელს დაიწყო და დღეს "ვენდის" რესტორნები თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, სამების ტაძრის გვერდით საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩა #37-ში. აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე,  26 მაისის მოედანზე, "ისთ ფოინთში", "თბილისი მოლში", გორსა და ბათუმში მდებარეობს.

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

17 აგვისტო, 2018

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში კერძოდ, VII, VIIა, VIIბ, VIII მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას, ლომოურის გასავლელს, შარტავას გამზირის №4-ს, მელიქიშვილის I და VII გასავლელებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...