ვაშაძის ფონდი, უკრაინას უპრეცენდენტო სასამართლოს მოდელს სთავაზობს

ვაშაძის ფონდი, უკრაინას უპრეცენდენტო სასამართლოს მოდელს სთავაზობს

უკრაინაში, ანტიკორუფციული სასამართლოს კანონპროექტის განსახილველად ემზადებიან. კანონპროექტის ინიციატორი და ავტორი "ინოვაციებისა და განვითარების ფონდია". ფონდი, რომლის დამფუძნებელიც გიორგი ვაშაძეა, ატიურად მუშაობს უკრაინაში სხვადახვა უწყებების რეფორმირების მიმართულებით. სასამართლოს რეფორმის თემას აქტიურად განიხილავენ საზოგადოებაში, მედიაში და სატალევიზიო სივრცეში.

"პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ  მსგავსი პრაქტიკა არის სიახლე სრულიად რეგიონში და მასში უცხოელი ექსპერტების ჩართვა არის უპრეცენდენტო. მთავრი აქცენტი არის მაქსიმალური დამოუკიდებლობა სასამართლო ხელისუფლების შიგნით. მნიშვნელოვანია, რომ ანტიკორუფციული სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაში უცხოელი ექსპერტები აქტიურად იქნებიან ჩართულები. სასამართლო განიხილავს 30 000 დოლარისა და მეტი ოდენობის კორუფციულ საქმეებს.

რას მივიღებთ ამ სასამართლოს შექმნით? პირველ რიგში, ეს იქნება სასამართლო სისტემის ნაწილი, რომელსაც ითვალისწინებს უკრაინის კონსტიტუცია, თუმცა  მეორე მხრივ, ამ სასამართლოს ექნება დიდი დამოუკიდებლობა სასამართლო სისტემის შიგნით. მას ექნება საკუთარი ბიუჯეტი, მოსამართლეების სრულიად დამოუკიდებელი შერჩევის პროცედურა , მათ ექნებათ დამოუკიდებელი უფლებამოსილება, მოხდება იქ მომუშავე მოსამართლეების დაცვა.

ეორე მრხივ, არის  მონაწილეობა საერთაშორისო ექსპერტების, იმ მხრივ, რომ ისინი გასცემენ რეკომენდაციებს კონკრეტულ კანდიდატურებთან  დაკავშირებით. ეს ექსპერტები იქნებიან წარმოდგენილნი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას, მათ შორის, ანტიკორუფციულ რეფორმებში და ფინანსურად ეხმარებიან უკრაინას სხვადასხვა რეფორმების მიმართულებით.  საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ პროცესში, იმიტომ რომ, ეს მისცემს მეტ ნდობას ამ პროცესს. თემის ირგვლივ ინტერესი საკმაოდ დიდია. გვაქვს შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში. მიმაჩნია, რომ ეს რეფორმა მართლაც გარდამტეხი იქნება უკრაინისთვის და იქნება კარგი მაგალითი საქართველოსთვის", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, კანონპროექტი მომზადებულია ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე და მასში აქტიურად არიან ჩართულები საერთაშორისო დონის ექსპერტები.

შეგახსენებთ, "ინოვაციებისა და განვითარების ფონდი" რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს უკრაინაში. ფონდის თანამონაწილეობით უკვე განხორციელდა არაერთი მმიშვნელოვანი რეფორმა, მათ შორის იუსტიციის სახლი -"გოტოვო". ანტიკორუფციული  სასამართლოს კანონპროექტს, წინ უძღოდა ანტოკორუფციული ბიუროს შექმნა, რომელზე მუშაობაც, გიორგი ვაშაძის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა 2014 წელს დაიწყო.

სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ზუგდიდში საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრა გამართა

სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ზუგდიდში საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრა გამართა

1 საათის წინ

USAID-ის პროექტის "მმართველობა განვითარებისათვის (G4G)-ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა შესყიდვების სააგენტოსთან ერთად ატარებს საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში. პროექტის...