კომპანია RMG ბოლნისის საფეხბურთო კლუბ "სიონის" გენერალური სპონსორი იქნება

კომპანია RMG ბოლნისის საფეხბურთო კლუბ "სიონის" გენერალური სპონსორი იქნება

2018 წელს კომპანია RMG ბოლნისის საფეხბურთო კლუბ "სიონის" გენერალური სპონსორი იქნება. განახლებულ სასპონსორო ხელშეკრულებას ხელი მხარეებმა დღეს RMG-ს სათაო ოფისში მოაწერეს. შეთანხმების თანახმად, ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ კლუბს RMG გაზრდილი სასპონსორო თანხით უზრუნველყოფს და მის განვითარებაზე იზრუნებს.

პირველი შეთანხმება კომპანია RMG-სა და ბოლნისის საფეხბურთო კლუბ "სიონს" შორის 2016 წელს გაფორმდა, მაშინ როდესაც გუნდს ყველაზე ძალიან უჭირდა. ეროვნულ ლიგა ორში დაქვეითებულ "სიონში" ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც დირექტორის თანამდებობაზე  გიორგი ტყავაძე დაინიშნა. მან  გუნდი ფაქტიურად ახლიდან შექმნა.

სირთულეების მიუხედავად, ბოლნისური გუნდი  სეზონის მანძილზე ლიდერებს შორის იყო.  გუნდმა სეზონის ბოლოს გულშემატკივრები გაახარა და ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა.

"ვულოცავ ფეხბურთის გულშემატკივრებს ბოლნისის "სიონის" უმაღლეს ლიგაში გადასვლას. ეს წარმატება ნამდვილად იმსახურებს ჩვენი კომპანიის მხრიდან ყურადღებას. ჩვენ მზად ვართ გუნდი გაზრდილი სასპონსორო თანხით ვუზრუნველყოთ. იმედია, ჩვენი მხარში დგომა და ფინანსური მხარდაჭერა გუნდს კიდევ უფრო წინ წაწევს და მომდევნო წლებში ყველა ერთად ვიზეიმებთ "სიონის" გამარჯვებებს", - აცხადებს RMG-ს აღმასრულებელი დირექტორი  ჯონი შუბითიძე.

"მინდა მადლობა გადავუხადო კომპანია RMG-ს, რომ ბოლნისის "სიონის" გენერალური სპონსორია. რომ არა კომპანიის თანადგომა ჩვენ ალბათ ვერ შევძლებდით უმაღლეს ლიგაში გადასვლას.  ფინანსები დღეს ძალიან ბევრს წყვიტავს ფეხბურთში, იცით რომ სპონსორის მოძიება ძალიან ბევრ საფეხბურთო კლუბს უჭირს, ამიტომ ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ ასეთი ძლიერი კომპანია არის ჩვენი კლუბის სპონსორი", - აღნიშნავს სიონის გენერალური დირექტორი ბუბა ტყავაძე.

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

16 საათის წინ

კამპანიამ "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით,  სტარტი თბილისში, 17 სექტემბერს აიღო კამპანიის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" მიერ...