მთავარი » ეკონომიკა » ინოვაციების სააგენტოსა და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა
ინოვაციების სააგენტოსა და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა
14:59 | 27 დეკემბერი, 2017

ინოვაციების სააგენტოსა და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ზვიადაძემ და  კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის პრეზიდენტმა კონსტანტინე თოფურიამ მოაწერეს ხელი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მემორანდუმის მიზანია საუნივერსიტეტო/საგანმანათლებლო სფეროში ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა, ასოციაციის დამფუძნებელ უმაღლეს სასწავლებლებსა (საქართველოს უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი) და სააგენტოს შორის მჭიდრო და გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება.

მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის პროექტებში ჩართულ პირთა წვდომა სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიასთან, ,,Boot Camp” ბანაკებში ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების სტუდენტთა მონაწილეობის ხელშეწყობა, სტუდენტებში სასწავლო და სამეცნიერო მოტივაციის გაღვივება, რელევანტური ხასიათის სამეცნიერო ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, სასწავლო პროცესში ტექნოპარკის სპეციალისტების მოწვევა და მასტერკლასების ჩატარება.