სემეკი სს "თელასისა" და სს "ენერგო პრო ჯორჯიას" სამომხმარებლო ტარიფებს დაადგენს

სემეკი სს "თელასისა" და სს "ენერგო პრო ჯორჯიას" სამომხმარებლო ტარიფებს დაადგენს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 27 დეკემბერის საჯარო სხდომაზე სს "თელასისა" და სს "ენერგო პრო ჯორჯიას" სამომხმარებლო ტარიფებზე იმსჯელებს.

კომისიის მიერ ტარიფები დადგინდება 3 წლიან რეგულირების პერიოდზე.

ამავე სხდომაზე დადგინდება "ჟინვალჰესის" ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 2018-2020 წლებისთვის. გარდა ამისა, განისაზღვრება შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის", შპს "მცხეთის წყალისა" და შპს "რუსთავის წყალის" წყალმომარაგების სისტემებში სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების ოდენობები.