სემეკმა ჰიდროელექტროსადგურებსა და "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას" ტარიფები დაუდგინა

სემეკმა ჰიდროელექტროსადგურებსა და "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას" ტარიფები დაუდგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 25 დეკემბრის საჯარო სხდომაზე სს "ენერგო პრო ჯორჯია გენერაციის" საკუთრებაში არსებულ ჰიდროელექტროსადგურებს 2018-2020 წლების ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები დაუდგინა.

"რიონჰესისთვის" ელექტროენერგიის წარმოების 2018-2020 ტარიფი განისაზღვრა 4.060 თეთრი/კვტსთ-ით; "გუმათჰესის" ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 2018-2020 წლებისთვის შეადგენს - 2.209 თეთრი/კვტსთ-ს; "ლაჯანურჰესის" ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი - 1.679 თეთრი/კვტსთ-ს; "ძევრულჰესის" ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი - 1.986 თეთრი/კვტსთ-ს, ხოლო "შაორჰესის" ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი - 2.747 თეთრი/კვტსთ-ს.

ამავე სხდომაზე დადგინდა სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფები. კერძოდ, ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფი 2018-2020 წლებისთვის განისაზღვრა 1.323 თეთრი/კვტსთ-ით. დისპეტჩერიზაციის ტარიფი 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 მაისამდე განისაზღვრა 0.092 თეთრი/კვტსთ-ით, ხოლო 2018 წლის 1 მაისიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - 0.412 თეთრი/კვტსთ-ით.

გარემოს დაცვის ექსპერტის თქმით, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი მშენებლობის მტვერია

გარემოს დაცვის ექსპერტის თქმით, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი მშენებლობის მტვერია

20 ივლისი, 2018

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვამ“ პარლამენტის სამუშაო ჯგუფისთვის ჰაერის დაბინძურების თემაზე მასშტაბური კვლევა ჩაატარა. შუალედური შედეგები უკვე ცნობილია. „ეკოხედვის“ ექსპერტი ნუგზარ ბუაჩიძე აცხადებს, რომ ჰაერის დაბინძურების...