ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოების დაწყების ოფიციალური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც  საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წარმომადგენლები, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებელი  მამუკა ხაზარაძე და კონსორციუმის მენეჯმენტი დაესწრნენ.

ღონისძიების განმავლობაში, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, რის შემდეგაც მათ მთავრობის წარმომადგენლებთან და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის"გენერალურ დირექტორთან ერთად მშენებლობის დაწყება აღნიშნეს. პორტის ტერიტორიაზე მობილიზებული იყო სამშენებლო ტექნიკა.

"ეს პორტი საშუალებას მისცემს არა მხოლოდ ამ რეგიონის, არამედ მთელი საქართველოს მცხოვრებლებს, სრულიად სხვა შესაძლებლობები გაიჩინონ საკუთარი ბიზნესისთვის, წამოიწყონ სრულიად ახალი საქმე. უპირველეს ყოვლისა, რამდენიმე ათასი ადამიანი დასაქმდება ჯერ მხოლოდ მშენებლობის პროცესში, ხოლო შემდეგ, დღეს ძნელიც კია, გამოვთვალოთ ის ეფექტი ჩვენს ეკონომიკაზე, რომელსაც ეს პორტი მოიტანს. ეს არის რეალობა, აქ არაფერია გადაჭარბებული. ამ პორტის გარშემო, რამდენიმე ათასი ჰექტარი განვითარდება, როგორც საწარმოო, სასაწყობე, ლოგისტიკური და, რა თქმა უნდა, საცხოვრებელი ახალი ზონა. ეს იქნება უდიდესი დინამიკა, რომელიც გაჩნდება ჩვენს ქვეყანაში და ეს იქნება სრულიად ახალი შესაძლებლობები ინოვაციური, ლოგისტიკური, ინდუსტრიული ახალი საქართველოსთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მამუკა ხაზარაძემ მადლობა გადაუხადა პროექტის მხარდამჭერებს - მოსახლეობას, მთავრობის წარმომადგენლებს, კონსულტატნებს პროექტის დაწყებიდან დღემდე გაწეული დახმარებისთვის და პროექტში ჩართულობისთვის.

"ეს არ არის მხოლოდ ღრმაწყლოვანი პორტი, ეს არის  განაცხადი რომ საქართველომ დაიბრუნოს ისტორიული ფუნქცია... ჩვენ გვაქვს შანსი, ვიყოთ ინტეგრირებული უზარმაზარ მარშრუტებში და საქართველო გახდეს ერთ-ერთი ძლიერი სატრანსპორტო და ლოგისტიკური კვანძი", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

"არის დიდი დაინტერესება ირანის მხრიდან, იაპონიის მხრიდან - სულ რამდენიმე დღის წინ მივიღეთ შემოთავაზება მსხვილი იაპონური კომპანიისაგან...დიდი მოლაპარაკებაბი მიმდინარეობს (უახლოეს ხანში ამის შესახებაც გავაჟღერებთ) ჩინურ უზარმაზარ კომპანიებთან, რომლებიც იქნებიან ჩვენი კომპანიის აქციონერები. ჩვენ იმ დაგეგმილ მარშრუტს მივყვებით, რასაც ჰქვია ყველას ინტერესის გაერთიანება - ევროპულის, ჩინურის, პირველ რიგში, ქართულის - ანაკლიის მშენებლობაში.

"დღეს ვიწყებთ მშენებლობას და ეს პროცესი არ გაჩერდება ერთი წუთითაც. ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს მისიას, ადგილობრივების სერიოზოულ მხარდაჭერას და იმ პასუხისმგებლობას, რომელიც გვჭირდება ამ პროექტის განხორციელებაში", -განაცხადა ხაზარაძემ.

ანაკლიის ნავსადგურის პირველი ფაზის სამშენებლო სამუშოები 2017-2021 წლებში, 110 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე განხორციელდება. ამ პერიოდის განმავლობაში აშენდება ინფრასტრუქტურა, რომელიც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს მიიღოს 10,000 კონტეინერიანი (TEU) პანამაქსის და პოსტპანამაქსის ტიპის გემები, რომელთაც დღესდღეობით საქართველოში არსებული სხვა პორტები ვერ ემსახურება. 2021 წლისთვის ანაკლიის პორტის 900, 000-მდე TEU კონტეინერის და 1.5 მილიონი ტონა მშრალი ნაყარი ტვირთის გატარებას შეძლებს.

მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები მოიცავს:

  • საზღვაო აკვატორიის 16 მეტრამდე დაღრმავებას
  • გრუნტის რეკლამაციას და 15 მილიონი კუბური მეტრი ინერტული მასალის ფსკერიდან ამოღებას, რომელიც პორტის სახმელეთო ტერიტორიაზე განთავსდება და უზრუნველყოფს 110 ჰექტარის ფართობზე ჭაობიანი მასების ამოვსებას (მოგვიანებით იგეგმება ჭაობის აღდგენა სხვა, შესაბამის ტერიტორიაზე).
  • 1.6 კმ-იანი ტალღმტეხის აშენებას, რომლის გამაგრებაც ზღვაში 1.3 მილიონი ტონა ქვის გამოყენებით მოხდება
  • 625-მეტრის სიგრძის, 2-ნავმისადგომიანი, მრავალფუნქციური ტერმინალის მშენებლობას, რომლის ფარგლებში 110 ჰექტარზე იგეგმება ბეტონის საფარის მოწყობა;  დამხმარე შენობა-ნაგებობების მშენებლობა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის  საინვესტიციო მოცულობა 540 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

კომპანია GWS ბაროკოს სტილში გრანდიოზულ ღონისძიებას The Garden of Delights გამართავს

კომპანია GWS ბაროკოს სტილში გრანდიოზულ ღონისძიებას The Garden of Delights გამართავს

2 საათის წინ

23 ივნისს, 18:00 საათზე ცნობილი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია GWS თელავში, აჩინებულში მდებარე ერთ-ერთ უძველესი ღვინის ქარხნის ეზოში ბაროკოს სტილში გრანდიოზულ ღონისძიებას სახელწოდებით, "ტკბობის ბაღი"/"“The Garden of Delights"...