ლევან კალანდაძე: კომუნალური ტარიფების დადგენა არ უნდა მოხდეს კომპანიების განვითარების ხარჯზე

ლევან კალანდაძე: კომუნალური ტარიფების დადგენა არ უნდა მოხდეს კომპანიების განვითარების ხარჯზე

მიმდინარე კვირაში სემეკი ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სამომხმარებლო ტარიფებს დაადგენს.

ეკონომისტ ლევან კალანდაძის მოსაზრებით, ტარიფების დაწესებისას მაქსიმალურად უნდა იქნას დაცული როგორც მოსახლეობის, ისე კომპანიების ინტერესები, განაცხადა კალანდაძემ.

"პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე და სატარიფო რეგულირება, ანუ კომუნალური ტარიფების დადგენა არ მოხდეს კომპანიების განვითარების ხარჯზე. კალანდაძის თქმით, სწორედ კომპანიების განვითარება და მათი გამართულად მუშაობა უნდა იყოს მარეგულირებელი კომისიის მოქმედების მთავარი ამოსავალი. „თუ სახელმწიფოს პოლიტიკა არის დაბალი ტარიფების შენარჩუნება, მაშინ მან უნდა განახორციელოს მიზნობრივი ჯგუფებისთვის კომუნალური ტარიფების სუბსიდირება. თუმცა, ხაზს ვუსვამ, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს კომპანიების განვითარების ხარჯზე", - აცხადებს ლევან კალანდაძე.

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

18 აგვისტო, 2018

კურორტ გუდაურში იტალიური კომპანია ტექნო ალპინი ხელოვნური გათოვლიანების უახლეს სოსტემას დაამონტაჟებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ხელშეკრულებას ხელი კომპანიასა და მთის კურორტების...