მთავარი » ეკონომიკა » სემეკი 25 დეკემბრის სხდომაზე ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენაზე იმსჯელებს
სემეკი 25 დეკემბრის სხდომაზე ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენაზე იმსჯელებს
09:48 | 25 დეკემბერი, 2017

სემეკი 25 დეკემბრის სხდომაზე ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენაზე იმსჯელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 25 დეკემბრის საჯარო სხდომაზე იმსჯელებს ჰიდროელექტორსადგურების - ჟინვალჰესის, რიონჰესის, ლაჯანურჰესის, ძევრულჰესის, გუმათჰესების კასკადის და შაორჰესის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენაზე.
 
ასევე, 25 დეკემბრის სხდომაზე დადგინდება სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის" ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფები.
 
სხდომა დაიწყება 12:00 საათზე. სხდომა საჯაროა და დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.