შპს "'ნარიყალამ" კომპანია GWP-ის მეორე ინსტანციის სასამართოლოშიც მოუგო

შპს "'ნარიყალამ" კომპანია GWP-ის მეორე ინსტანციის სასამართოლოშიც მოუგო

შპს "ნარიყალას" დირექტორის ნოდარ ტოტოღაშვილის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. შესაბამისად, ჯარიმის გადახდა გოგირდის აბანოებს აღარ მოუწევს.

ტოტოღაშვილის აზრით, GWP-იმ ნებისმიერ მომხმარებელს გადასახდელი თანხა ინდივიდუალურად უნდა განუსაზღვროს.

"სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ანუ, არ დამაკისრა იმ დავალიანების გადახდა, რასაც GWP ითხოვს. დავალიანება, დღეის მდგომარეობით, სადღაც 250 000 ლარზე იყო ასული. ჩვენი მდგომარეობა, ცხადია, გაუმჯობესებულია ამ მიმართულებით, რადგან ორმა ინსტანციამ სარჩელი სამართლიანად სცნო. დაველოდებით. სავარაუდოდ, გადაწვეტილებას ოპონენტები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ. უზენაესი სასამართლო გასაჩივრების შემთხვევაში, თუ ჩვენს სასარგებლოდ გამოიტანს გადაწყეტილებას, ეს ყველაფერი შევა კანონიერ ძალაში და შემდეგ უკვე შევუდგებით ცხოვრებასა და თანამშრომლობას ჩვეულებრივად. გაფორმებული ხელშეკრულება იქნება ძველი პირობებით და არა იმ მიმართულებით, რასაც GWP გვიწესებს. პრეცენდენტი იქნება დაშვებული, რომ სხვა ბიზნეს კომპანიებსაც, ნებისმიერ იურიდიულ პირს, სუბიექტს ექნებათ კომპანიასთან ანალოგიური თანამშრომლობის ფორმა მოითხოვოს. სემეკის მიერ დადგენილი მაქსიმალური ზღვარი დაახლოებით 0.85 ლარია და ჩვენ გვთხოვენ, რომ გადაიხადეთ მაინცდამაინც 85 თეთრი და მანამდე ხომ არის სხვა რიცხვებიც? ცხადია, უნდათ რომ მაქსიმალური თანხა გადავიხადოთ. ეს ასე არ უნდა იყოს, რადგან ნებისმიერ მომხმარებელთან ეს ყველაფერი ინდივიდუალურად უნდა განიხილონ", - განაცხადა ტოტოღაშვილმა.

გოგირდის აბანოების მესაკუთრები აპელირებდნენ, რომ სემეკის და "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გადაწყვეტილებით, აბანოებს დაღვრილი წყლის გადასახადი თითქმის 10-ჯერ გაუძვირდა.

2015 წლის აპრილის თვიდან შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ პაუერმა" ცალმხრივად შეცვალა შპს "ნარიყალასათვის" ორმხრივად შეთანხმებული ტარიფი ისე, რომ შპს "ნარიყალამ" აღნიშნულის შესახებ შეიტყო მხოლოდ და მხოლოდ წყლის ქვითრის მიღების შემდეგ. ამის გამო კომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნა. GWP-ს ზემოხსენებული გადაწყვეტილების გამო გოგირდის აბანოების თანამშრომლებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს.

სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ზუგდიდში საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრა გამართა

სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ზუგდიდში საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრა გამართა

45 წუთის წინ

USAID-ის პროექტის "მმართველობა განვითარებისათვის (G4G)-ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა შესყიდვების სააგენტოსთან ერთად ატარებს საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში. პროექტის...