FAO-მ ENPARD-ის ფარგლებში სურსათის ფასების მონიტორინგის ელექტრონული პროგრამა აამოქმედა

FAO-მ ENPARD-ის ფარგლებში სურსათის ფასების მონიტორინგის ელექტრონული პროგრამა აამოქმედა

ფერმერებისათვის  და აგრო-პოლიტიკის წარმმართველებისათვის  საქართველოში, უკვე ხელმისაწვდომია ახალი, ინოვაციური ინსტრუმენტი - მონაცემთა ბაზა ონლაინ პორტალზე - www.farmer.gov.ge.

ინტერნეტ რესურსი საშუალებას იძლევა განხორციელდეს ფასების მონიტორინგი ქვეყნის მასშტაბით 100 დასახელების სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო  პროდუქტისათვის. სტატისტიკური მონაცემების ონლაინ პლატფორმა შემუშავებული იქნა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში,  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით.

ადგილობრივ ნაწარმზე ფასების განახლებული სტატისტიკა (ყველაფერი - დაწყებული სიმინდით და თხილით, დამთავრებული კამით და იმერული ყველით) დაეხმარება სოფლად მცხოვრებ ოჯახებსა და ფერმერთა გაერთიანებებს, შეუთავსონ საწარმოო პროცესი საბაზრო ტენდენციებს. მცირე ზომის ფერმერული მეურნეობები, როგორც წესი, შეზღუდული რესურსებითა და ზრდის შეზღუდული პოტენციალით, მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებენ მათთვის უაღრესად  ღირებულ ინფორმაციაზე წვდომით, რაც განვითარების ახალი შესაძლებლობების წარმოჩენას შეუწყობს ხელს.

საბაზრო საინფორმაციო სისტემის შექმნისათვის, 2015 წელს სათანადოდ მომზადდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პერსონალი რეგიონებში - საერთო ჯამში სამინისტროს 100 თანამშრომელი. მომზადებული პერსონალის მიერ ხორციელდება  საქართველოს მასშტაბით სურსათით მოვაჭრეების გამოკითხვა პროდუქტებზე ყოველდღიური და ყოველკვირეული საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით. მიღებული ინფორმაცია იტვირთება მონაცემთა ონ-ლაინ ბაზაში. დღეისათვის, მოგროვებული ინფორმაცია საკმარისია სტატისტიკური დაკვირვებისათვის და 3-წლიანი საბაზრო ტენდენციის ანალიზისათვის.  მონაცემები უკვე სრულიად საჯაროა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომია უახლესი ინფორმაცია ფასების შესახებ - http://farmer.gov.ge/Statistics/Price

"ეს მხოლოდ ერთი ნაწილია FAO-ENPARD-ის ყოვლისმომცველი პროექტისა, რომელიც, თავის მხრივ,  გულისხმობს ტექნიკური დახმარების აგაწევას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის. დახმარების მიზანია სამინისტროს ხელშეწყობა სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავებაში და განხორციელებაში", - განაცხადა ლაშა დოლიძემ, FAO-ENPARD-ის პროექტის მენეჯერმა.

ევროკავშირი საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებას 2013 წლიდან  მხარს უჭერს  ENPARD-ის პროგრამის მეშვებით, რომლის საერთო ბიუჯეტი 102 მლნ. ევროს შეადგენს (2013-2019). საქართველოში ENPARD-ის ძირითადი მიზანია სოფლად სიღარიბის შემცირება. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.enpard.ge.

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიული სამუშაოები დაიწყო

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიული სამუშაოები დაიწყო

22 საათის წინ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული  სამსახური   საქართველოს საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიულ სამუშაოებს მსოფლიოს წამყვანი  ჰიდროგრაფიული ტექნოლოგიების მწარმოებელი...