სილქნეტის საახალწლო აქცია გრძელდება

სილქნეტის საახალწლო აქცია გრძელდება

თბილისში სილქნეტის საახალწლო აქციის ფარგლებში, მსურველები 105 ლარის ღირებულების მომსახურებას მხოლოდ 35 ლარად მიიღებენ. 35 მბ/წმ ინტერნეტის და სილქ ტვ-ის სრული პაკეტი განსაკუთრებულ ფასად, ყველასთვის სასურველი საჩუქარი აღმოჩნდა, რაც ყოველდღიურ რეგისტრაციებზეც აისახა. ამის შესახებ ინფორმაციას სილქნეტი ავრცელებს.

"მაქსიმალურ პაკეტში  230-მდე  არხია, მათ შორის   ყველაზე  მოთხოვნადი სპორტული არხები, სადაც სპორტის მოყვარულებს ექსკლუზიურად შეუძლიათ  წამყვანი ჩემპიონატების ნახვა.  

აქციის საშუალებით ყველა გამოვნების მაყურებელი შეძლებს გაეცნოს სილქ ტვ-ის სრულ კონტენტს და იპოვოს მისთვის საინტერესო ფილმები და გადაცემები. სილქ ტვ-ს პულტზე ენის შეცვლის ღილაკით კი  ფილმების ნახვა, როგორც ქართულად, ასევე ორიგინალ ენაზეც არის შესაძლებელი.

რაც შეეხება ქართულ არხებს, მოლაპარაკების შედეგად  რუსთავი 2-ის და იმედის ყურებას სილქნეტის მომხმარებელი დამატებითი გადასახადის გარეშე შეძლებს. ასევე, უკვე 10 დღემდე გაიზარდა გადახვევის ხანგრძლივობა "იმედზე" და "ტვ პირველზე", - განმარტეს სილქნეტში.

აქცია სილქნეტის არსებულ აბონენტებსაც ეხებათ და სურვილის შემთხვევაში, მათაც შეუძლიათ ჩართვა.  ახალი აბონენტებისთვის კი ინსტალაცია უფასოა. რეგისტრაცია ცხელი ხაზის 2100-100 მეშვეობით მიმდინარეობს.