ქუმსიშვილი: 2013-16 წლებში საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო ეკონომიკური ზრდა ქონდა

ქუმსიშვილი: 2013-16 წლებში საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო ეკონომიკური ზრდა ქონდა

პირველმა ვიცეპრემიერმა პარლამენტში საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და ამ კუთხით საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების შეფასებების შესახებ ისაუბრა.
 
როგორც რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე, 2013-2016 წლებშისაქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ეკონომიკური ზრდა ქონდა რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით.
 
"სავალუტო ფონდის პროგნოზით ეკონომიკური ზრდა 2018-2022 წლებში საშუალოდ 4.9%-ს შეადგენს და მნიშვნელოვნად აღემატება უკრაინის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთისა და ბელარუსის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს", - აღნიშნა ქუმსიშვილმა.
 
ამასთან, პირველმა ვიცე პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ 2017 წლის სექტემბერში სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგიBa3-დან Ba2-მდე.
 
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2017 წელს ეკონომიკური ზრდის ასეთი კარგი მაჩვენებლები საქართველოს მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.
 
"ჩვენიეკონომიკური პოლიტიკა რეალურად აძლიერებს ჩვენს ქვეყანას და საგარეო ფაქტორების გამკლავების შესაძლებლობას აძლევს", - განაცხადა პირველმა ვიცეპრემიერმა.
ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიული სამუშაოები დაიწყო

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიული სამუშაოები დაიწყო

22 საათის წინ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული  სამსახური   საქართველოს საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიულ სამუშაოებს მსოფლიოს წამყვანი  ჰიდროგრაფიული ტექნოლოგიების მწარმოებელი...