მთავარი » ეკონომიკა » III კვარტალში საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 4,4% შეადგინა
III კვარტალში საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 4,4% შეადგინა
18:39 | 19 დეკემბერი, 2017

III კვარტალში საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 4,4% შეადგინა

2017 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 9 941,6 მლნ. ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 4,4 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 6,6 პროცენტით.

ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სასტუმროები და რესტორნები, სამთომოპოვებითი მრეწველობა, მშენებლობა, ვაჭრობა, საფინანსო საქმიანობა, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა, სახელმწიფო მმართველობა, ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილება, კავშირგაბმულობა, კლება დაფიქსირდა სოფლის მეურნეობაში.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა და მრეწველობა. შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა, სახელმწიფო მმართველობა, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება.