2017 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 12.9%-ით გაიზარდა

2017 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 12.9%-ით გაიზარდა

2017 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9563.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12.9 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 2439.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი 7124.1 მლნ. აშშ დოლარს.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში 4684.3 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.0 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1871.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2017 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2565.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.0 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 579.8 მლნ. აშშ დოლარი იყო, ხოლო იმპორტი 1986.1 მლნ. აშშ დოლარი. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26.8 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 23.8 პროცენტი და იმპორტში 27.9 პროცენტი. ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 30.0 პროცენტი.

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-ნოემბერში 3130.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი 1030.6 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი 2100.0 მლნ. აშშ დოლარი იყო. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 32.7 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 42.2 პროცენტი და იმპორტში 29.5 პროცენტი. 2017 წლის იანვარ-ნოემბერში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 22.8 პროცენტი.

2017 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.5 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი.

2017 წლის იანვარ-ნოემბერში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 379.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 15.5 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 285.4 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 11.7 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 197.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8.1 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2017 წლის იანვარ-ნოემბერში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 617.3 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 412.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 5.8 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე სამკურნალო საშუალებების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 310.9 მლნ. აშშ დოლარით.

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

22 საათის წინ

კურორტ გუდაურში იტალიური კომპანია ტექნო ალპინი ხელოვნური გათოვლიანების უახლეს სოსტემას დაამონტაჟებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ხელშეკრულებას ხელი კომპანიასა და მთის კურორტების...