მთავარი » ბიზნესი » სემეკმა ელექტროენერგიის წარმოებისა და გადაცემის ტარიფები დაადგინა
სემეკმა ელექტროენერგიის წარმოებისა და გადაცემის ტარიფები დაადგინა
17:14 | 19 დეკემბერი, 2017

სემეკმა ელექტროენერგიის წარმოებისა და გადაცემის ტარიფები დაადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 19 დეკემბრის საჯარო სხდომაზე ჰიდროელექტროსადგურებისა და თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების 2018-2020 წლების ტარიფები დაადგინა.

კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს "ვარდნილჰესების კასკადის" ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 2018-2020 წლებისათვის შეადგენს 4.002 თეთრს/კვტსთ-ზე; შპს "ენგურჰესისთვის" ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი  2018-2020 წლებისათვის განისაზღვრა 1.818 თეთრით/კვტსთ-ზე.

რაც შეეხება თბოსადგურებს, შპს "ჯიფაუერის" 2018-2020 წლების ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი განისაზღვრა 9.431 თეთრი/კვტსთ-ით. შპს "ჯიფაუერის" გარანტირებული სიმძლავრის საფასური 2018 წლისათვის შეადგენს 44 874 ლარს/დღეზე.

შპს "გარდაბნის თბოელექტროსადგურისთვის" 2018-2020 წლების ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი განისაზღვრა 8.012 თეთრით/კვტსთ-ზე, ხოლო გარანტირებული სიმძლავრის საფასური 2018 წლისათვის - 383 893 ლარი/დღეზე.

შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის" (მე-3;მე-4 ენერგობლოკები) 2018-2020 წლების ელექტროენერგიის წარმოების ტარიფია 11.511 თეთრი/კვტსთ-ზე; ხოლო გარანტირებული სიმძლავრის საფასური 2018 წლისათვის მე-3 ენერგობლოკისთვის - 18 637 ლარი/დრეზე და მე-4 ენერგობლოკისთვის - 20 357 ლარი/დღეზე.

შპს "მტკვარი ენერჯის" ელექტროენერგიის წარმოების 2018-2020 წლების ტარიფია 11.512 თეთრი/კვტსთ, ხოლო გარანტირებული სიმძლავრის 2018 წლის საფასურია - 59 630 ლარი/დღეზე.

სს "საქრუსენერგოს" ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფი 2018-2020 წლებისათვის განისაზღვრა 0.278 თეთრით/კვტსთ-ზე, ხოლო შპს "ენერგოტრანსისთვის" ელექტროენერგის გადაცემის ტარიფი 2018-2020 წლებისათვის - 0.380 თეთრით/კვტსთ-ზე.