სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-მ  ოზურგეთში ახალი საკაბელო ქსელის მოწყობის სამუშაოები დაასრულა

სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-მ ოზურგეთში ახალი საკაბელო ქსელის მოწყობის სამუშაოები დაასრულა

სს "ენერგო-პრო ჯორჯია" განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას. კომპანიამ, ოზურგეთში ახალი მიწისქვეშა საკაბელო ქსელის მოწყობის სამუშაოები განახორციელა. სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ოზურგეთის ცენტრში 2000-მდე აბონენტების ენერგომომარაგება.

სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგად, უკვე დასრულებულია მაღალი ძაბვის კაბელის მონტაჟი, გაიჭიმა ხაზი ორ ფიდერს შორის, რითაც შეიქმნა ქ. ოზურგეთის ცენტრში აბონენტების ენერგომომარაგების ალტერნატიული წყარო.

ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, სს "ენერგო-პრო ჯორჯია" განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით.

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

21 საათის წინ

კამპანიამ "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით,  სტარტი თბილისში, 17 სექტემბერს აიღო კამპანიის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" მიერ...