GPI: პირველად საქართველოში, "ჯიპიაის" ავტოდაზღვევა გჩუქნით 1000 ლარიან ვაუჩერს

GPI: პირველად საქართველოში, "ჯიპიაის" ავტოდაზღვევა გჩუქნით 1000 ლარიან ვაუჩერს

ვაუჩერის განაღდება შესაძლებელია "თეგეტა" მოტორსის სერვის ცენტრებში ნებისმიერი პროდუქტსა თუ მომსახურებაზე მთელი წლის განმავლობაში.

სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი" მომხმარებელს კიდევ ერთ უპრეცედენტი აქციას სთავაზობს. ფიზიკური პირები, რომლებიც 1-ელ მარტამდე შეიძენენ მრავალწლიან ავტოდაზღვევას, კომპანია საჩუქრად 1000 ლარიან ვაუჩერს გადასცემს.

აქციის ფარგლებში, დაზღვეულებს შესაძლებლობა ექნებათ სასაჩუქრე ვაუჩერი გაანაღდონ "თეგეტა მოტორსის" სერვისცენტრებში 1000 ლარის ღირებულების ნებისმიერ მომსახურებასა თუ პროდუქტზე, როგორიცაა, საბურავების შეძენა-გამოცვლა, ძრავის დიაგნოსტიკა და შეკეთება, ზეთის შეცვლა და სხვა.

თინათინ სტამბოლიშივილი-"ჯიპიაი ჰოლდინგის" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი: "ჩვენ "თეგეტა მოტორსთან" ერთად მომხმარებელს ვთავაზობდით კიდევ ერთ უპრეცენდენტო აქციას, რომელის მიხედვითაც მრავალწლიანი ავტოდაზღვევის შეძენის შემთხვევაში, დაზღვეულს ზამთრის 4 ახალ საბურავს ვჩუქნიდით. აქციის ფარგლებში, ასობით ადამიანი დაეზღვა. ამჯერად, ჯიპიაის საჩუქარი  კიდევ უფრო მრავალფეროვანია და მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, ავტომობილის საჭიროებისამებრ გახარჯოს 1000 ლარიანი ვაუჩერი მთელი წლის განმავლობაში. წამახალისებელი აქციები ერთ-ერთი საშუალებაა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ავტომფლობელი დავაინტერესოთ დაზღვევით და შევთავაზოთ მათ ხანგრძლივი ფინანსური თავდაცვის მექანიზმი გაუთვალისწინებელ შემთხვევებში".

"ჯიპიაი ჰოლდინგის" მრავალწლიანი ავტოდაზღვევა მომხმარებლებს სტანდარტული ავტოდაზღვევის პაკეტისგან განსხვავებულ უფრო კომფორტულ და მოქნილ პროცედურას სთავაზობს, რომელიც ავტომფლობელებს აძლევს შესაძლებლობას, ერთი მხრივ,  დაზოგოს დრო და თანხა, მეორე მხრივ შეინარჩუნონ მათზე მორგებული დაზღვევის პირობები წლების მანძილზე და მთელი სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში გადაიხადონ  თანაბარი  შენატანი.

ჯიპიაი ჰოლდინგი ავტოდაზღვევის მთავარი უპირატესობა მაღალი ხარისხის მომსახურება და  მოქნილი ანაზღაურების სისტემაა. აპლიკაციით GPI Mobile, მომხმარებელს შეუძლია, ონლაინ განაცხადოს ზარალის შესახებ და მიიღოს დისტანციურად ორ მაქსიმუმ 2 სამუშაო დღეში.  ეს არის გამარტივებული, მომხარებელზე ორიენტირებული სისტემა, რომელიც აადვილებს ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ფორმალობებს.

„საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევების“ შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა

„საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევების“ შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა

16 საათის წინ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და USAID ენერგეტიკული პროგრამის ხელშეწყობით მიმდინარე წლის 14 აგვისტოს „საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევების“ თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე...