მთავარი » ბიზნესი » ნავთობისა და გაზის კორპორაციამ "წითელი ხიდი-გარდაბნის" მონაკვეთის მშენებლობა დაასრულა
ნავთობისა და გაზის კორპორაციამ "წითელი ხიდი-გარდაბნის" მონაკვეთის მშენებლობა დაასრულა
13:09 | 18 დეკემბერი, 2017

ნავთობისა და გაზის კორპორაციამ "წითელი ხიდი-გარდაბნის" მონაკვეთის მშენებლობა დაასრულა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის "წითელი ხიდი-გარდაბნის" 700მმ დიამეტრის და 19კმ სიგრძის მონაკვეთის მშენებლობა დაასრულა.
 
სამშენებლო სამუშაოებო ტენდერში გამარჯვებულმა  ქართულმა კომპანია "კომფორტმშენ XXI"-მ შეასრულა. ახლადაშენებული მონაკვეთის მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენში შეჭრის სამუშაოები უკვე განახორციელა შპს  გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ.
 
"წითელი ხიდი-გარდაბნის" პროექტის განხორციელებით საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია მთლიანად დაასრულებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის "წითელი ხიდი-საგურამოს" 95 კმ სიგრძისა და 700მმ დიამეტრის ახალი მონაკვეთების მშენებლობას. აღნიშნული მონაკვეთები ჩაანაცვლებენ არსებულ კოროზირებულ და სხვაგვარად დაზიანებულ მაგისტრალურ გაზსადენებს, რომელთაგან ზოგიერთი 1959 წელს იქნა ექსპლოატაციაში შესული.
სამშენებლო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 4 421 858 ლარს სამშენებელო მასალების გარეშე.
 
ზემოაღნიშნული მონაკვეთის მშენებლობით მნიშვნელოვნად გაიზრდება მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენების სისტემის ფუნქციონირების საიმედოობა და უზრუნველყოფილი იქნება აზერბაიჯანიდან მოწოდებული ბუნებრივი გაზის მზარდი მოცულობების საქართველოს მომხმარებლებისათვის შეუფერხებლად მიწოდება.