სემეკი თბოსადგურების ტარიფებზე იმსჯელებს

სემეკი თბოსადგურების ტარიფებზე იმსჯელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 18 დეკემბრის საჯარო სხდომაზე თბოელექტროსადგურებისათვის ტარიფების დადგენაზე იმსჯელებს. კერძოდ, კომისია განიხილავს შპს "ჯიფაუერისთვის", შპს "გარდაბნის თბოსადგურისთვის", შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის" (თბილსრესის მე-3, მე-4 ენერგობლოკები) და შპს "მტკვარი ენერჯისთვის" (თბილსრესის მე-9 ენერგობლოკი) გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის საკითხებს.

18 დეკემბრის საჯარო სხდომაზე გაგრძელდება მსჯელობა შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის", შპს "მცხეთის წყალისა" და შპს "რუსთავის წყალის" საინვესტიციო გეგმებზე.

სემეკში სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. სხდომა საჯაროა და დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

"არემჯი" დაბა კაზრეთში რეკრეაციული ზონების რეაბილიტაციას ახორციელებს

"არემჯი" დაბა კაზრეთში რეკრეაციული ზონების რეაბილიტაციას ახორციელებს

7 საათის წინ

დღეს "არემჯის" აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ დაბა კაზრეთში, კომპანიის მიერ გარემონტებული სკვერი მოინახულა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ერთ-ერთი  თავშეყრის ადგილია. ამის შესახებ ინფორმაციას "არემჯი"...