მთავარი » ბიზნესი » "ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" ახალი Land Cruiser Prado წარმოადგინა
"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" ახალი Land Cruiser Prado წარმოადგინა
12:41 | 17 დეკემბერი, 2017

"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" ახალი Land Cruiser Prado წარმოადგინა

საქართველოში ბესტსელერი მოდელის Land Cruiser Prado-ს ახალი ვერსიის პრეზენტაცია "ტოიოტა ცენტრი თეგეტაში" გაიმართა. Land Cruiser Prado-ს ახალი მოდელი ამარცხებს ოთხივე სტიქიას. მისთვის არ არის დაბრკოლება ქარი, წყალი, მიწა თუ ცეცხლი, ის თავად გახლავთ ამ სტიქიების ძალის მატარებელი. ამიტომაც "ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" სწორედ ეს ოთხი სტიქია გამოიყენა და დაუვიწყარი შოუ-პერფორმანსით წარმოადგინა ავტომობილის ახალი მოდელი.

"პრადო" მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მაღალი გამავლობის ავტომობილია, საქართველოში კი წლებია თავისი სეგმენტის ბესტსელერია. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი, ვიზუალურად კიდევ უფრო დაიხვეწა და ტექნიკური თვალსაზრისით განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა. უგზოობაზე მოძრაობის შეუდარებელმა შესაძლებლობებმა "ლენდ კრუიზერს" მსოფლიოში ყველაზე გამძლე და სანდო ავტომობილის რეპუტაცია შეუქმნა და ევროპის ბევრ ქვეყანაში ამ სეგმენტის გაყიდვების ლიდერია.

ახალ მოდელში წარმოდგენილია განახლებული დიზაინის მქონე ინსტრუმენტების პანელი, რომელიც მოიცავს დიდ, 8-დუიმიან Toyota Touch® 2 და "Go" მულტიმედია სისტემას, მძღოლის ოპტიტრონულ მრიცხველებს და საჭის მოწყობილობათა მექანიზმის მიერ მართულ, 4.2-დუიმიან მულტი-ინფორმაციულ ეკრანს. ასევე აღსანიშნავია წინა სავარძლების გაუმჯობესებული ვენტილაცია, უკანა სავარძლების გათბობა, ავტომატური კლიმატ-კონტროლი და "ჭკვიანი გასაღების" ახალი დიზაინი.

უგზოობის პირობებში, ახალი "პრადოს" გამავლობის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაზრდილია მისი უკანა დიფერენციალის სამი ვარიანტის წყალობით: ღია, ჩასაკეტი ან ახალი თვითბლოკირებადი დიფერენციალი -Torsen Limited Slip (TLS).

ამ ყველგანმავალის Multi-Terrain Select (MTS) სისტემა კიდევ უფრო გაუმჯობესდა "AUTO Mode" ფუნქციის დამატებით, რომელიც ავტომატურად მოდის მოქმედებაში. აღსანიშნავია 5-სიჩქარიანი ნელი სვლის მაკონტროლებელი "Crawl Control" - ე.წ. ცოცვის ფუნქცია. "Multi-terrain Monitor" (MTM) ეკრანის ფუნქციები გაფართოვდა და ამჟამად მოიცავს არა მარტო იატაკის ქვეშ ხედვისა და წინა ხედვის როტაციის ფუნქციებს, არამედ პანორამული და ფართო უკანა ხედვის ეკრანებსაც.

"პრადოს" მთლიანი სიგრძე 60 მილიმეტრითაა გაზრდილი და 4 840 მმ.-ს  შეადგენს. მას ახასიათებს განსაკუთრებული მანევრულობა, რომლის მობრუნების მინიმალური წრე მხოლოდ 5.8 მეტრია. ახლებური დიზაინის მქონე კაპოტით, რადიატორის ცხაურით, განათების ფარებით, წინა ბამპერითა და ფარების დამცავით Toyota Land Cruiser Prado-ს წინა მხარე, თავისი უნიკალური ისტორიული დიზაინის მრავალ სტრუქტურულ ელემენტს ეფუძნება.

უგზოობის პირობებში მოძრაობისას, წინ ხილვადობის გაუმჯობესების მიზნით, ახალი ცენტრალური მართვის პანელის უკიდურესი ზედა ნაწილი დადაბლებული, უფრო გლუვი და დახვეწილი შესახედაობისაა. მართვის პანელზე განთავსებულია ახალი, უფრო დიდი ზომის 8-დუიმიანი, ფერთა სრული დიაპაზონის მქონე მულტიმედია ეკრანი და გლუვი ზედაპირის მქონე კონდიცირების კონტროლის პანელი.

განახლებულია საჭეც, რომელიც "Toyota Land Cruiser 200 (V8)" მოდელის საჭის მსგავსია. ახალი "Toyota Land Cruiser Prado"-ს ინტერიერი ორ ფერშია გადაწყვეტილი: შავი და კრემისფერი - "Premium Beige", რომელიც სრულიად ახალია. სალონის პრემიუმ ხარისხის გაფორმებას ხაზს უსვამს მეტალისებური ტექსტურით (Silver Hairline) დამუშავებული ზედაპირები, რომლებიც ცენტრალური მართვის პულტის სრულიად ახალ, მუქი ყავისფერი ხის მსგავს იერს ესადაგება.

ამ ლეგენდარული მანქანის თაყვანისმცემლებს შეუძლიათ ესტუმრონ "ტოიოტა ცენტრი თეგეტას" (თბილისი,  უნივერსიტეტის ქუჩა N6) და თავად გამოსცადონ ახალი "პრადოს" უსაზღვრო შესაძლებლობები.

"ტოიოტა ცენტრი თეგეტა" წარმოადგენს ტოიოტას ოფიციალურ დილერს საქართველოში. 2014 წელს, კომპანიამ "ტოიოტა კავკასიისგან" ტოიოტას დილერისა და ავტორიზებული სერვის ცენტრის ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსი მიიღო. "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" გამოირჩევა ევროპული სტანდარტების თანამედროვე ინფრასტრუქტურით და  თანამედროვე სერვისის დანადგარებით.