აშშ-ის კონგრესში ქართული ღვინის ყოველთვიური მიღება გაიმართა

აშშ-ის კონგრესში ქართული ღვინის ყოველთვიური მიღება გაიმართა

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩომ, საშობაოდ აშშ-ს კონგრესში ქართული ღვინის მიღებას უმასპინძლა.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა აშშ-ში დავით ბაქრაძემ და სტუმრებს დამდეგი დღესასწაულები მიულოცა.

ქართული ღვინის მიღებას ესწრებოდნენ აშშ-ს კონგრესის თანამშრომლები, ასევე საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული ქარტიის ხალხთაშორისი და კულტურული ურთიერთობების ჯგუფის დიალოგის ფარგლებში ვაშინგტონში ვიზიტად მყოფი საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის ხელმძღვანელობით.

ღონისძიება ატლანტიკურ საბჭოსთან პარტნიორობით გაიმართა და ყოველთვიურ ღონისძიებად ჩამოყალიბდა.

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

14 საათის წინ

კამპანიამ "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით,  სტარტი თბილისში, 17 სექტემბერს აიღო კამპანიის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" მიერ...