"ანატოლიის ცეცხლმა" ბრინტნი სპირსი აღაფრთოვანა, რომელმაც მას არაამქვეყნიური შოუ უწოდა

"ანატოლიის ცეცხლმა" ბრინტნი სპირსი აღაფრთოვანა, რომელმაც მას არაამქვეყნიური შოუ უწოდა

კომპანია "SA Organization"-ის ორგანიზებით ლეგენდარული მოცეკვავეთა ჯგუფის "ანატოლიის ცეცხლის" საქართველოში საგასტროლო ტურნე ბათუმით დაიწყო და გუშინ 13 დეკემბერს, ბათუმის ხელოვნების  ცენტრში პირველი კონცერტი გამართა. ბათუმელებს ლეგენდალური მოცეკვავები  ცეცხლოვანი შოუს დღესაც წარუდგენენ.

"ანატოლიის ცეცხლი" ერთ-ერთ საუკეთესო საცეკვაო ჯგუფია, რომელმაც დაიმსახურა აღფრთოვანება მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე, როგორიც არის Madison Square Garden (ნიუ-იორკი), Chicago Theater (ჩიკაგო), Palais des congrès და Bercy Arena (პარიზი) Forest National (ბრიუსელი) და ა.შ.

ამ ჯგუფის ცეკვა აღაფრთოვანებს ყველას. მათ უსაზღვრო ენერგიის წყაროს მიაგნეს და მაყურებელსაც  გადმოგვცემენ ამ ენერგიას. ერთ-ერთ ცნობილ და პრესტიჟულ გერმანულ სატელევიზიო არხზე გაუშვეს ანატოლიის ცეცხლის შოუ, სადაც ერთ-ერთ სტუმარად მიწვეული იყო ბრიტნი სპირსი, რომელიც აღფრთოვანებას ვერ მალავდა: "ეს დიდებული შოუა. მთელი ძალითაც რომ ეცადო, ფეხზე არ წამოდგე და ტაში არ დაუკრა ამ არნახულ სანახაობას, ვერ შეძლებ. ეს არაამქვეყნიურია". პროგრამის ადგილობრივი წამყვანის კომენტარი კი შემდეგნაირი იყო : "თქვენ ხართ ათჯერ უფრო უკეთესები ვიდრე ბროდვეის რივერ დენსი".

ლეგენდალური ჯგუფი 16-17 დეკემბერს თბილისს ეწვევა და კონცერტები  თბილისის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ჯგუფის საგასტროლო ტურნე საქართველოში თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით ეწყობა და საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის  25 წლის იუბილეს ეძღვნება. ანსამბლი წარმოადგენს შოუს: "ანატოლიის ცეცხლი" - თურქეთის ხალხთა ცეკვა, "ტროა" - ცეკვის ენის საშუალებით გადმოცემული ჰომეროსის უკვდავი პოემა და "აღმოსავლეთის კარიბჭე" - ცეკვაში ასახული ერზურუმის ისტორია. შოუებში წარმოდგენილი იქნება სოლო ნომრები, მასობრივი დრამატული სცენები, "გაცოცხლებული" დეკორაციები, ძველი ლეგენდების დეკლამაცია და ა.შ.

გაეცანით ისტორიას, უყურეთ პროფესინალურ თეატრალურ დადგმას, და ამასთანავე დატკბით ცეკვით, რომელსაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ქმნიან. ერთადერთი, რაზეც შოუს განმავლობაში იოცნებებთ ეს არის, რომ  არასოდეს დასრულდეს.

"ანატოლიის ცეცხლი" 1999 წელს შეიქმნა და მათ უწოდებნენ "ცეკვის სულთანებს", 750 აპლიკატიდან შეირჩა 90 მოცეკვავე. მოცეკვავეთა შრომისმოყვარეობამ (8-16 საათი დღეში) შედეგი გამოიღო და ახლა ანატოლიის ცეცხლი მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ისინი გვთავაზობენ არამხოლოდ ფოლკლორულ, არამედ ბალეტსა და თანამედროვე ცეკვებს. ანსამბლის ხელმძღვანელია მუსტაფა ერდოღანი.

გოცირიძე: ლარს მთავრობა და ეროვნული ბანკი აუფასურებდნენ, ახლაც მათ კისერზეა ეს ცოდვა

გოცირიძე: ლარს მთავრობა და ეროვნული ბანკი აუფასურებდნენ, ახლაც მათ კისერზეა ეს ცოდვა

17 საათის წინ

"ლარს მთავრობა და ეროვნული ბანკი აუფასურებდნენ და ახლაც მათ კისერზეა ეს ცოდვა", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს. "ყველას გასაგონად, ვინც დიდ სისულელეს ამბობს, რომ ”ლარი იმიტომ...