"მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" ბაკურიანში, დიდველის სათხილამურო არეალი გახსნა

"მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" ბაკურიანში, დიდველის სათხილამურო არეალი გახსნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" ბაკურიანში, დიდველის სათხილამურო არეალი ოფიციალურად გახსნა.

დამსვენებლები ისარგებლებენ  ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის "ნოდოს" სათხილამურო გზით. 2000 მეტრიან სათხილამურო ტრასას  34 თოვლის საფრქვევი აპარატი და 2 ზარბაზანი ათოვლიანებს.

კურორტზე სასრიალო გზების უსაფრთხოებას სამთო პატრული უზრუნველყოფს. საბაგირო ყოველ დღე, 10:00-17:00-მდე იმუშავებს.

დიდველზე  სულ არის ოთხი საბაგირო: ერთი გონდოლას ტიპის, ერთი სკამებიანი (ბაბლი), ერთი ბიგელი და ფუნიკულიორი. კურორტზე არის 14 კმ-ნი 7 სათხილამურო გზა, რომელიც გათვლილია ყველა ტიპის მოთხილამურისთვის.

დიდველზე ღამეც შესაძლებელია სრიალი, დამონტაჟებულია მაღალტექნოლოგიური ფერადი განათებები, ე.წ "ლედ განათებები".

გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

20 იანვარი, 2017

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო...