პირველმა ვიცეპრემიერმა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წარმატების მნიშვნელობაზე ისაუბრა

პირველმა ვიცეპრემიერმა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წარმატების მნიშვნელობაზე ისაუბრა

"საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და სუვერენული სარეიტინგო კომპანიების პოზიტიური შეფასებები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - ეს განცხადება  პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა  დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა რამდენიმე საერთაშორისო რეიტინგზე გააკეთა აქცენტი, კერძოდ, როგორც მან აღნიშნა, 2017 წლის სექტემბერში MOODY’s-მა ქვეყნის სუვერენული რეიტინგი გაგვიუმჯობესა Ba3 სტაბილურიდან Ba2 სტაბილურამდე.  ამასთან, მინისტრმა კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან საერთაშორისო რეიტინგზე შეაჩერა ყურადღება, მათ შორის  ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგში საქართველოს მე-17 ადგილიდან  მე-9 ადგილზე გადანაცვლებას.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პრესტიჟულ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რათა მომავალში სახელმწიფო და კერძო სექტორმა შეძლოს იაფი რესურსის მოზიდვა, რაც, საბოლოო ჯამში, სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდაზე აისახება.

საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის პერსპექტივები

საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის პერსპექტივები

18 საათის წინ

ელექტროენერგია ის პროდუქტია, რომლის გარეშეც დღეს ცხოვრება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია: გარკვეული ოდენობის ელექტროენერგიას საჭიროებს სასიცოცხლო მნიშვნელობის სამეცნიერო თუ გასართობი ობიექტები, საწარმოო საშუალებები, სამედიცინო აპარატურა...