ქუმსიშვილი: III კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა

ქუმსიშვილი: III კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა

პირველმა ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბრიფინგზე 2017 წლის III კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემები შეაჯამა. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 17,6 პროცენტით გადააჭარბა და 594,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება 2017 წლის I - III კვარტლებში განხორციელებული ინვესტიციების ჯამურ ოდენობას, "საქსტატის" მონაცემებით, მან 1,346.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე თითქმის 3 პროცენტით მეტია.

პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, 2006 წლიდან მოყოლებული, 2017 წლის III კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.

საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა აზერბაიჯანიდან, რაც მთლიანი მოცულობის 25,9 პროცენტია, აგრეთვე თურქეთიდან (მთლიანი მოცულობის 23.3 პროცენტი), გაერთიანებული სამეფოდან (10.7 პროცენტი) და  ნიდერლანდებიდან (10.4 პროცენტი) და სხვ.

რაც შეეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციებს სექტორულ ჭრილში, წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ტრანსპორტსა და კომუნიკაციებში (საერთო მოცულობის 29.9 პროცენტი), მშენებლობაში გვაქვს დიდი ზრდა (19,5 პროცენტი), ენერგეტიკაში (12.2 პროცენტი) და საფინანსო სექტორში (12 პროცენტი).

ამასთან, 2017 წლის III კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვანი მატებაა სასტუმროებისა და რესტორნების ნაწილში. პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 2016 წლის III კვარტალში აღნიშნულ სექტორში 12 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია დაფიქსირდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ ინვესტიციამ სასტუმროებისა და რესტორნების ნაწილში 30 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

პაატა მანჯგალაძე: სირცხვილია რუსთაველის ერს ეს ბოროტი მაჯლაჯუნა ამ ფორმით მართავდეს

პაატა მანჯგალაძე: სირცხვილია რუსთაველის ერს ეს ბოროტი მაჯლაჯუნა ამ ფორმით მართავდეს

45 წუთის წინ

"ახალი საქართველოს" პოლიტიკური მდივანი, განცხადებას ავრცელებს. პაატა მანჯგალაძის თქმით, ბიძინა ივანიშივილი პრემიერ-მინისტრებს განტევების ვაცად იყენებს. "ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრებს განტევების ვაცად იყენებს, იმ...