მთავარი » ბიზნესი » 12 დეკემბერს სემეკი კომპანიების საინვესტიციო გეგმებს განიხილავს
12 დეკემბერს სემეკი კომპანიების საინვესტიციო გეგმებს განიხილავს
16:39 | 11 დეკემბერი, 2017

12 დეკემბერს სემეკი კომპანიების საინვესტიციო გეგმებს განიხილავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 12 დეკემბრის საჯარო სხდომაზე განიხილავს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მიერ სატარიფო განაცხადებით წარმოდგენილ, მომდევნო წლების საინვესტიციო გეგმებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

კერძოდ, კომისია იმსჯელებს სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის', სს "საქრუსენერგოს", შპს "ენერგოტრანსის", შპს "ვარდნილჰესების კასკადის", შპს "ენგურჰესის"  მიერ მომდევნო წლებში განსახორციელებელი ინვესტიციების შესახებ.

ამავე სხდომაზე მოხდება შეთანხმება სს "თელასის", სს "ენერგო პრო ჯორჯიას", შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის", შპს "მცხეთის წყალის", შპს "რუსთავის წყალის" 2018-2020 წლების საინვესტიციო გეგმებზე.

ამასთანავე, კომისია იმსჯელებს საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ კომისიის აპარატის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის წარმოდგენილ პროექტზე.

სემეკში საჯარო სხდომა დაიწყება 10:00 საათზე. სხდომა საჯაროა და დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. სხდომის დღის წესრიგი სრულად განთავსებულია სემეკის ვებ გვერდზე: www.gnerc.org