"სიგმა ტექნოლოჯის & სოლოუშენმა" "გოდერძის" წყალსაცავის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა

"სიგმა ტექნოლოჯის & სოლოუშენმა" "გოდერძის" წყალსაცავის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა

კომპანია "სიგმა ტექნოლოჯის & სოლოუშენმა" სამთო-სათხილამურო კურორტის "გოდერძის" წყალსაცავის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.

კომპანიის სპეციალისტებმა საკმაოდ, მოკლე ვადაში შეძლეს  წყალსაცავის დაცლა, დაზიანების დონის შესწავლა და შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ წყალსაცავის წყლის გაჟონვის თავიდან აცილება და კურორტზე არსებული ობიექტებისთვის წყლის მიწოდების აღდგენა ინოვაციური პროდუქტის "ვესტუსის" გამოყენებით შეძლო.

სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის ტერიტორიაზე წყალსაცავი 2012 წელს აშენდა, რომლის მიზანსაც კურორტზე არსებული კოტეჯებისა და სასტუმროს წყლით მომარაგება წარმოადგენდა. როგორც შ.პ.ს "Goderdzi Resorts"-ის დირექტორი ზურაბ ჭურკვეიძე აღნიშნავს, წყალსაცავს წლების განმავლობაში პრობლემები მუდმივად გააჩნდა, რომლის სარეაბლიტიაციო სამუშაოები თითქმის ყოველწლიურად ხორციელდებოდა, თუმცა უშედეგოდ. ამასთან, შ.პ.ს "Goderdzi Resorts"-ის დირექტორი მის მნიშვნელობასა და კომპანია "სიგმა ტექნოლოჯის & სოლოუშენის" სპეციალისტების პროფესიონალიზმზეც მიანიშნებს:

"წყალსაცავის ჰიდროიზოლაციის, რეაბილიტაციის საჭიროება  წყლის გაჟონვის შემდეგ დადგა. საქმე გვქონდა  დიდ დანაკარგებთან და პრობლემა შეიქმნა კურორტზე არსებული ობიექტებისთვის წყლის მიწოდების მიმართულებით. სარეაბილიტაციო სამუშაოები 20 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და  წარმატებით დასრულდა".

"დათვალიერებისას დაგვხვდა იმაზე მეტი პრობლემა, ვიდრე ველოდით. რეზერვუარში არსებული წყალი იღვრებოდა და ბინძურდებოდა გარედან შემოდინებული წყლით. თავის დროზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, იზოლაცია არასოწრად იყო გაკეთებული. თუმცა ჩვენი პროდუქტის გამოყენებით,  შევძელით საჭირო  სამუშაოების ხარისხიანად განხორციელება - დღეს კურორტს წყლის პრობლემა აღარ გააჩნია", - აღნიშნავს კომპანია "სიგმა ტექნოლოჯის & სოლუშენსის" თანადამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცინცაძე.

გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული წყალსაცავით ადგილობრივი მოსახლეობა არ სარგებლობს, წყალი მხოლოდ კოტეჯებს, სასტუმროსა და მიმდინარე სამშენებლო ობიექტებს ამარგებს წლით. როგორც შ.პ.ს "Goderdzi Resorts"-ის დირექტორი აცხადებს ამ ეტაპზე წყალსაცავს არანაირი ხარვეზი არ გააჩნია: "შესაბამისად,  შესაძლებელია მისი სრული დატვირთვით მუშაობა.

"ვესტუსის მიერ მაღალი ხარისხით მოხდა სამუშაოების წარმოება, გამოყენებული იყო ნანოტექნოლოგიები, რის შედეგადაც საკმაოდ ეფექტურად და სწრაფი ტემპით მოხდა წყალსაცავის რეაბილიტირება".

სამთო-სათხილამურო კურორტი "გოდერძი" 2015 წლის  5 დეკემბერს  გაიხსნა. კურორტზე არის გონდოლას და ბაბლის ტიპის საბაგირო. სათხილამურო  ტრასის საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან კი  2366 მეტრი.

კურორტზე ამ ეტაპზე განთავსებულია 7 საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი, ასევე ერთი სასტუმრო და ადმინისტრაციული შენობა. სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის განვითარება 2011 წლიდან დაიწყო. საბოლოო გეგმის მიხედვით კურორტმა 7 ათასი დამსვენებლის ერთდროულად მიღება უნდა შეძლოს.

კომპანია "სიგმა ტექნოლოჯის & სოლოუშენი" მომხმარებელს ინოვაციური პროდუქტს "ვესტუსს" სთავაზობს. "ვესტუსი" ნანო ტექნოლოგიით დამზადებული თერმო, ჰიდრო და ანტიკოროზიული ინოვაციური პროდუქტია. მის უნიკალურობას გამოყენების სიმარტივე განაპირობებს, რომელიც შენობა- ნაგებობის შენახვის მინიმუმ 16-წლიან გარანტიას იძლევა. დღეს ქართულ ბაზარზე აღნიშნული  ხარისხის და ამ ფასის შესაბამის პროდუქტის ანალოგი საქართველოში არ არის, რაც კვლევებმაც დაადგინა. "ვესტუსი" შექმნილია სპეციალური ფორმულით  და მისი ინოვაციურობის საიდუმლოც სწორედ ამაშია. პირველად "ვესტუსი" ამერიკელებმა მთვარეზე, სპეციალური აპარატის დასაფარად გამოიყენეს. დღესაც აღნიშნული პროდუქტით ფარავენ კოსმოსურ აპარატებს.

20 ივნისს თბილისში საქართველოს მთავარი კრიპტო ღონისძიება ჩატარდება

20 ივნისს თბილისში საქართველოს მთავარი კრიპტო ღონისძიება ჩატარდება

21 საათის წინ

20 ივნისს თბილისში საქართველოს მთავარი კრიპტო ღონისძიება, Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018, ჩატარდება. კონფერენციის მიზანია, თითოეულ მონაწილეს კომპლექსურად გააცნოს ქვეყანაში არსებული კრიპტო ინდუსტრიის ეკონომიკური და სამართლებრივი...