"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს

"ჯორჯიან უთერ ენდ ფაური ეხმაურება  თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტის დავით სუბელიანის განცხადებას და აცხადებს, რომ ჯივიპი არის ქვეყნის სტრატეგიული ობიექტი, რომელიც სასმელი წყლით უზრუნველყოფს ქალაქ თბილისს. თანამშრომელთა უმეტესობა ყოველდღიურად ასრულებს მაღალი რისკის შემცველ ტექნიკურ სამუშოებს, მართავს მძიმე სპეცტექნიკას და  მუშაობს მიწისქვეშა კომუნიკაციებზე", - აღნიშნულის შესახებ შესაბამისს განცხადებას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

"ჩვენ პასუხისმგებელი ვართ თითოეული თანამშრომლის სიცოცხლის უსაფრთხოებაზე, ასევე იმ არეალზე, სადაც მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. სტრატეგიულ ობიექტებზე, რისკის შემცველი სამუშაოს შესრულების დროს სახიფათოა თანამშრომლების მიერ ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალებების გამოყენება.

გამოვლინდა რამდენიმე კონკრეტული შემთხვევა, როდესაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი თანამშრომლები ასრულებდნენ სწორედ ასეთი ტიპის ტექნიკურ სამუშოებს. მათი და მათ გვერდით მომუშავე თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვის და პრევენციის მიზნით, კომპანიამ შეამოწმა მათი მდგომარეობა.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის პრიორიტეტია თითოეული თანამშრომლისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსთაველზე, "სოლიდარობის აქციის" დროს დაკავებულები, დღეს მთავარ პროკურატურასთან იმყოფებოდნენ

რუსთაველზე, "სოლიდარობის აქციის" დროს დაკავებულები, დღეს მთავარ პროკურატურასთან იმყოფებოდნენ

17 ივნისი, 2018

11 ივნისს, ერთ-ერთმა დაკავებულმა, გიორგი ხაბურზანიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა: "მივმართავ შსს-ს გენერალურ ინსპექციას, პროკურატურას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ყველა უფლებამოსილ...