Euronews-ის ეთერით საქართველოს საიმიჯო  ვიდეორგოლის "Winter in Georgia" ჩვენება დაიწყო

Euronews-ის ეთერით საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლის "Winter in Georgia" ჩვენება დაიწყო

Euronews-ის ეთერით  საქართველოს საიმიჯო  ვიდეორგოლის ჩვენება დაიწყო. ზამთრის ტურისტული კამპანიის ფარგლებში კლიპი   Euronews-ის მრავალ მილიონიან აუდიტორიას  საქართველოს ზამთრის კურორტებს,  ტურისტულ ადგილებს და ქვეყნის  კულტურას აცნობს. სარეკლამო კამპანია Euronews-ზე 27 ნოემბერს დაიწყო და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება.

"Winter in Georgia"-ის ვიდეორგოლის გარდა Euronews "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი"-ს შესახებ  სპეციალურ რეპორტაჟს და თბილისის ტურს ამზადებს, ასევე თბილისის ტურს მიეძღვნება ვიდეორგოლიც  რომელიც წამყვანი ევროპული ტელევიზიის ეთერით გადაიცემა.

Euronews-ს 400 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს, მაუწყებლობს 14 ენაზე 155 ქვეყანაში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2017-18 წლების ზამთრის კამპანიას 19 ქვეყანაში ატარებს: გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა, ბელორუსი, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, თურქეთი, ისრაელი ქუვეითი, ბაჰრეინი, საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები.

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

22 საათის წინ

კურორტ გუდაურში იტალიური კომპანია ტექნო ალპინი ხელოვნური გათოვლიანების უახლეს სოსტემას დაამონტაჟებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ხელშეკრულებას ხელი კომპანიასა და მთის კურორტების...