შპს "ყაზტრანსგაზ თბილისს" ახალი სპეციალური მმართველი ჰყავს

შპს "ყაზტრანსგაზ თბილისს" ახალი სპეციალური მმართველი ჰყავს

შპს "ყაზტრანსგაზ თბილისში" სპეციალურ მმართველად გიგლა თამაზაშვილი დაინიშნა.  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 დეკემბრის საჯარო სხდომაზე "თბილისის ბუნებრივი გაზით სტაბილური მომარაგების უზრუნველყოფის შესახებ" კომისიის 2009 წლის 16 მარტის N3/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელა. ცვლილებების თანახმად, გიგლა თამაზაშვილი სპეციალური მმართველის თანამდებობას 2018 წლის პირველ აპრილამდე დაიკავებს.

გიგლა თამაზაშვილი ენერგეტიკის სექტორში 2005 წლიდან მოღვაწეობს. ბოლო პერიოდის განმავლობაში მას ეკავა შპს "ყაზტრანსგაზ თბილისის" ტექნიკური დირექტორის თანამდებობა.

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

17 აგვისტო, 2018

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში კერძოდ, VII, VIIა, VIIბ, VIII მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას, ლომოურის გასავლელს, შარტავას გამზირის №4-ს, მელიქიშვილის I და VII გასავლელებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...