მთავარი » ეკონომიკა » თურქეთში: არა მხოლოდ დასასვენებლად, არამედ სამედიცინო დიაგნოსტიკისთვისაც
თურქეთში: არა მხოლოდ დასასვენებლად, არამედ სამედიცინო დიაგნოსტიკისთვისაც
13:47 | 4 დეკემბერი, 2017

თურქეთში: არა მხოლოდ დასასვენებლად, არამედ სამედიცინო დიაგნოსტიკისთვისაც

ჩვენ ჩვეულებრივ ვიგებთ ახალი ამბებიდან ადამიანების ავადობის ზრდის შესახებ მთელ მსოფლიოში, იმის შესახებ, რომ ბევრი დაავადება ყოველწლიურად "ახალგაზრდავდება", ბავშვებსა და მოზარდებს კი იმუნიტეტი აქვთ შესუსტებული.

ამ ვითარებაში ექიმები ერთზე თანხმდებიან: უნდა შეიცვალოს მედიცინისადმი მიდგომა და პრიორიტეტი მიენიჭოს სწორედ დაავადებათა პროფილაქტიკას, ანუ, უნდა მოხდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაკონტროლება მანამ, სანამ რაიმე ჩივილი წარმოიშვება. ამისთვის კი საჭიროა რეგულარული გამოკვლევები. გაუკეთეთ საკუთარ თავს საჩუქარი, დახარჯეთ ერთი დღე და ცოტაოდენი ფული - ამით თავიდან აიცილებთ ჯანმრთელობის შესაძლო პრობლემებს და ბევრად უფრო ძვირადღირებულ მკურნალობას მომავალში.

რთულია ზუსტად ითქვას, თუ როგორი პერიოდულობით უნდა გაიაროთ გამოკვლევა. ყველაფერი ასაკზე, დავადებათა ოჯახურ ისტორიაზე, ცხოვრების ნირსა და მავნე ჩვევებზეა დამოკიდებული. თუცა, ექიმთა უმრავლესობა მათაც კი ურჩევს ყოველწლიური სამედიცინო შემოწმების გავლას, ვინც თავს სრულიად ჯანმრთელად თვლის.

იმ ორი დაავადების ძირითადი ცბიერება, რომლებმაც ყველაზე მეტი სიცოცხლე შეიწირა მსოფლიოში - გულ-სისხლძარღვთა და სიმსივნური დაავადებებისა, ის არის, რომ საწყის სტადიებზე ისინი, პრაქტიკულად უსიმპტომოდ ვითარდება და სწორედ მაშინ უფრო ადვილია მათი მკურნალობა. შესაბამისად, ზოგადი სამედიცინო გამოკვლევა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შენარჩუნების რეალურ შანსს აძლევს ასეთ ავადმყოფებს.

ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება გაცნობიერებული მშობლობისთვის მომზადების სავალდებულო ელემენტია და, თანაც, არა მხოლოდ დედებისთვის, არამედ მამებისთვისაც. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ გამოკვლევისთვის საგულდაგულოდ უნდა მოემზადოთ: უნდა ჩაიწეროთ ქრონიკული დაავადებები, რომლებიც დაუდგინეს თქვენს უახლოეს ნათესავებს, ყურადღება უნდა მიაქციოთ კანისა და კანქვეშა ქსოვილების მდგომარეობას - ხომ არ არის გამკვრივება ან ახალი ხალები, გრძნობთ თუ არა დაღლილობას, თავბრუსხვევას, ხომ არ გაქვთ ძილის პრობლემები.

გამოკვლება რომ მაქსიმალურად ეფექტური იყოს, უნდა აირჩიოთ ისეთი სამედიცინო დაწესებულება, რომელშიც ერთმანეთთან  არის შეხამებული თანამედროვე სადიაგნოსტიკო მოწყობილობა და სპეციალისტების პროფესიული გუნდი. ერთსაც და მეორესაც იპოვით... თურქეთში!

ბოლო ათწლეულების განმავლობაში თურქეთის სამედიცინო ინდუსტრიაში არნახული წინსვლაა მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების თვალსაზრისით. დიდი ინვესტიციები ჩადო თავად ექიმების პროფესიული დონის ამაღლებაშიც: ყოველი მესამე აშშ-ში ან ევროპაში სწავლობდა და პრაქტიკას გადიოდა მსოფლიოს საუკეთესო სამედიცინო ცენტრებში.

თუ დასასვენებლად თურქეთში გეგმავთ წასვლას, ერთმანეთს შეუხამეთ სასიამოვნო და სასარგებლო და რამდენიმე საათი დაუთმეთ თქვენს ჯანმრთელობას - ჩაიტარეთ სრული სამედიცინო გამოკვლევა. თანაც, ტურისტებს იმავე ქალაქში შეუძლიათ თანამედროვე დიაგნოსტიკის ჩატარება, სადაც ისვენებენ: სტამბოლში, ანტალიაში, ალანიაში, ქემერში, ბელექში, სიდეში, იზმირსა და სხვ.

პროფილაქტიკური დიაგნოსტიკა თურქეთში ითვალისწინებს როგორც ორგანიზმის კომპლექსური გამოკვლევის პროგრამას, ასევე სპეციალიზებულ ტესტებს, რომლებიც ამოწმებს კონკრეტული სისტემებისა და ორგანოების მუშაობას. დიაგნოსტიკის უახლესი მეთოდიკები დაავადების განსაზღვრის საშუალებას ყველაზე ადრეულ სტადიაზე იძლევა.

მაგრამ ყველაზე მეტად მაინც პროცედურის სიმარტივე გაგაკვირვებთ. დილით წაგიყვანენ სასტუმროდან კლინიკაში. იქ დაგხვდებათ უცხოელი პაციენტების განყოფილების სპეციალისტი, რომელიც იქნება თქვენი თანმხლები გამოკვლევის დროს. საჭიროების შემთხვევაში ის თარჯიმნის ფუნქციებსაც შეასრულებს. თქვენ ვერ ნახავთ ვერავითარ რიგებს. ხოლო გამოკვლევისა და კონსულტაციის შემდეგ უზრუნველყოფენ თქვენს დაბრუნებას უკან, სასტუმროში.

დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ჩასატარებლად თურქეთში ყოველწლიურად ჩამოდის დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი მსოფლიოს 144 ქვეყნიდან.

საუკეთესო თურქული კლინიკები სერტიფიცირებულია პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის ხარისხის ყველაზე მაღალი, JCI და TEMOS International საერთაშორისო სტანდარტებით.

რაც შეეხება თურქეთში კონკრეტულად ქართველი პაციენტების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დამატებით უპირატესობებს, ეს არის უვიზო რეჟიმი, ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და გადაფრენა.

თურქეთში საერთაშორისო სამედიცინო ტურიზმის განვითარებისა და უცხოელი პაციენტების დახმარების მიზნით 2005 წელს შეიქმნა თურქეთის სამედიცინო ტურიზმის ასოციაცია (ТНТС). დღეს ТНТС ჯანდაცვის სფეროს უდიდესი ასოციაციაა არა მხოლოდ თურქეთში, არამედ მთელ მსოფლიოში.

თურქეთის სამედიცინო ტურიზმის ასოციაცია უცხოელ პაციენტებს, კლინიკის არჩევაში დახმარების გარდა, სთავაზობს შემდეგ დამატებით უპირატესობებს:

-    50%-იანი ფასდაკლება Тurkish Airlines ავიაკომპანიით თურქეთში გადაფრენაზე პაციენტისთვის და 2 თანმხლები პირისთვის;

-    50%-იანი ფასდაკლება თურქეთში სასტუმროში ცხოვრებისთვის;

-    სამედიცინო დოკუმენტაციის უფასო თარგმნა;

-    უფასო ტრანსფერი აეროპორტიდან კლინიკამდე;

-    თარჯიმნის უფასო მომსახურება.

გაიგეთ მეტი თურქეთში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ თურქეთის სამედიცინო ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლებთან საქართველოში. დაუკავშირდით მათ:

ბათუმში: +995 557 66 85 66 ანა გილკო

თბილისში: +995 599 57 38 26 ქეთი ოვჩარენკო

ქუთაისში:  +995 597 80 70 16 ნინო კვარაცხელია

 

ან დაგვიკავშირდით საიტზე: https://map2heal.com/