მთავარი » ბიზნესი » 11 თვეში საქართველოს 7 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია
11 თვეში საქართველოს 7 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია
12:48 | 4 დეკემბერი, 2017

11 თვეში საქართველოს 7 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა საქართველოში ნოემბრის თვეში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორებისა და ტურისტების სტატისტიკური მონაცემები შეაჯამა.  გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, 2017 წლის იანვარი-ნოემბრის თვის მონაცემებით საქართველოს 6,954,932 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1,081,031-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, 11 თვეში   იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 3,243,963  შეადგინა, რაც 701,371-ით მეტია 2016 წლის იანვარ- ნოემბრის  მაჩვენებელზე (ზრდა +27.6%).

მისივე ინფორმაციით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ - ნოემბერში გამოირჩნენ გაერთიანებული სამეფო +39.7%, ავსტრია +35.6%, ნიდერლანდები +32.7%, ესპანეთი +30.5%, საფრანგეთი +29.7% და გერმანია +27.4%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: იორდანია +327.2%, საუდის არაბეთი +165.7%, ქუვეითი +152.4%, ირანი +121.1%, ინდოეთი +66.6%, უზბეკეთი +57.9%, ჩინეთი +53.2%,  აშშ +24.2% და სხვა.

2017 წლის იანვარ - ნოემბრის თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+10.9%), სომხეთიდან (+14.9%), რუსეთიდან (+33.4%), თურქეთიდან (-3.2%) და ირანიდან (+121.1%) განხორციელდა.

რაც შეეხება 2017 წლის ნოემბრის თვის სტატისტიკას, ამ თვეში  საქართველოს 524,108 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 64,851-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +14.1%).

გიორგი ჩოგოვაძის თქმით, ნოემბრის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 201,056 შეადგინა, რაც 36,044-ით მეტია 2016 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +21.8%).

2017 წლის ნოემბრის  თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან (+7.2%), აზერბაიჯანიდან (+11.2%),  თურქეთიდან (+6.8%), რუსეთიდან  (+35.2%) და ირანიდან (+92.5%) განხორციელდა.

ნოემბერში პოზიტიური ტენდენციაა ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, ნოემბრის თვეში გამოირჩნენ:  გაერთიანებული სამეფო +34.5%,  საფრანგეთი +18.3%, იტალია +14.8% და სხვა.  განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ირანი +92.5% , ისრაელი +42.3%, ბელარუსი +41.5%, ინდოეთი +40.6%, რუსეთი +35.2%, ა შ შ +19.3% და სხვა.

გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, 2017 წლის II კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 658.7 მილიონ დოლარს (ზრდა +27.8%), რაც 143 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2017 წლის I-II კვარტლების ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1.1 მილიარდ (1,093,280,615)  დოლარს (ზრდა +26%), რაც 225 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2017 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით შეადგენს 6.9%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +12.2%-ია.

გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, 2017 წლის I-II კვარტლების ჯამური მონაცემებით, ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.7% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +8.8%.

2017 წლის იანვარი-ოქტომბრის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადასახადო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1,799,989 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით  +33.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა.