მთავარი » ბიზნესი » ბიზნეს კაფეს მეცამეტე შეხვედრა
ბიზნეს კაფეს მეცამეტე შეხვედრა
17:30 | 1 დეკემბერი, 2017

ბიზნეს კაფეს მეცამეტე შეხვედრა

2017 წლის 30 ნოემბერს სასტუმრო "რუმსში" ბინზეს კაფეს წლის ბოლო, რიგით მეცამეტე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს ესაუბრა ტექნოლოგიების ექსპერტი, ჯეოსელის ყოფილი გენერალური დირექტორი ბ-ნი ოსმან თურანი თემაზე  „ლიდერობა, რომელიც ქმნის წარმატებას".

"ბიზნეს კაფეს წლის ბოლო შეხვედრა ტრადიციულად ძალიან საინტერესო და ინტერაქტიული გამოვიდა. პროექტი უკვე მესამე წელია დიდი წარმატებით და პოპულარობით სარგებლობს, რაც ჩვენ ორმაგად გვიხარია, რადგან პაშა ბანკი ბიზნეს კაფეს მხარდამჭერია პირველივე შეხვედრიდან. ვიმედოვნებთ, რომ პროექტი ასეთივე წარმატებით გაგრძელდება და კიდევ არაერთი საინტერესო სპიკერის პრეზენტაცია გველის წინ", - განაცხადა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.

ბიზნეს კაფეს შესახებ:

ბიზნეს კაფე საკონსულტაციო კომპანია "ინსორსის" მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც 2015 წლიდან პაშა ბანკის პარტნიორობით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს რეგულარულად ესწრებიან საშუალო და მსხვილი კომპანიების მენეჯერები. აქ ხდება ბიზნესის სფეროში მიმდინარე პროცესების და სიახლეების, ასევე გამოცდილების და ცოდნის გაზიარება. პროექტი გამოირჩევა მრავალფეროვანი თემატიკით და ინტერაქტიული ფორმატით, რაც განაპირობებს მის მიმართ მზარდ ინტერესს. 2017 წლიდან პროექტს სპონსორების სახით შეუერთდნენ კომპანიები ეისითი და ორიენტ ლოჯიკი.

ბიზნეს კაფეს შეხვედრების სპიკერებს შორის იყვნენ:

-   ლადო გურგენიძე, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად "ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე  - "აზრები მენეჯმენტსა და ლიდერობაზე"

-   გიორგი ქადაგიძე, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი - "ინოვაციების მართვა"

-   ალექსანდრე ჯეჯელავა, ამჟამად საქართველოს განათლების მინისტრი - "ორგანიზაციული კულტურა"

-   დავით გოგიჩაიშვილი, "ღამის შოუს სტუდიის" გენერალური მენეჯერი - "ადამიანური რესურსების მართვა"

-   ანდრო დგებუაძე, ბიზნეს კონსულტანტი - "მენეჯმენტი 3.0, ანუ უკუღმა წაკითხული MBA -ს წიგნები"

-   პაპუნა ტოლიაშვილი, სინერჯი ჯგუფის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი დამფუძნებელი - "წრიული ორგანიზაციული სტრუქტურები"

-   თინათინ რუხაძე, კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია "ეისითის" თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი - "ვინ არის მომავლის ლიდერი?"

-   გუგა ცანავა, ბიზნეს კონსულტანტი და ანტერპრენიორი - “სტენფორდის სტრატეგიული მართვის მოდელი”

-   საშა ტერნესი, კომპანია TERNES Real Estate Fund-ის დამფუძნებელი და პროკრედიტ ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორი - "ორგანიზაციული კულტურა, ბიზნეს ეთიკა და კორპორატიული მართვა"

-   გიორგი ქანანაშვილი, ანტერპრენიორი  - "ფინანსურ ტექნოლოგიებსა და გამოწვევებზე"

-   ლევან ბახია, "სარკე სტუდიოს" დამფუძნებელი - "სარკეში" არეკლილი რეალობა - მარკეტინგული, მენეჯერული და ფილოსოფიური გამოღვიძება"

-   ალექს ჩიქოვანი, სააგენტო "LIVE"-ის დამფუძნებელი - "პირველიდან დღემდე - ქართული ღვინის კომერციული ისტორია".