მთავარი » ეკონომიკა » პრემიერი: 10 თვეში 4,9%-იანი ეკონომიკური ზრდაა, ეს რეგიონული მასშტაბით საუკეთესო შედეგია
პრემიერი: 10 თვეში 4,9%-იანი ეკონომიკური ზრდაა, ეს რეგიონული მასშტაბით საუკეთესო შედეგია
17:09 | 30 ნოემბერი, 2017

პრემიერი: 10 თვეში 4,9%-იანი ეკონომიკური ზრდაა, ეს რეგიონული მასშტაბით საუკეთესო შედეგია

პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2017 წლის ოქტომბრის ეკონომიკურმა ზრდამ 5,7% შეადგინა. ათ თვეში კი 4,9%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც პრემიერის შეფასებით, რეგიონული მასშტაბით საუკეთესო შედეგია.

"რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია, რომ მაქსიმალურად მეტი დინამიკა შევქმნათ ეკონომიკაში და დარწმუნებული ვარ, რომ ფორუმი რომელიც ჩატარდა, პროექტები, რომელსაც ხელი მოეწერა და რომელიც იგეგმება, შექმნის გაცილებით უფრო მეტ დინამიკას და ჩვენ მომავალი წელი, ყველა საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაკეთებული პროგნოზით, გველოდება კიდევ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვინაიდან ჩვენ წელს მათ მოლოდინებს მნიშვნელოვნად გადავაჭარბეთ , მომავალი წელიც უნდა ვეცადოთ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ რომ პროგნოზებს გავცდეთ დადებითი კუთხით", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.