მთავარი » ეკონომიკა » წინასწარი შეფასებით, ეკონომიკურმა ზრდამ 5,7% შეადგინა
წინასწარი შეფასებით, ეკონომიკურმა ზრდამ 5,7% შეადგინა
17:08 | 30 ნოემბერი, 2017

წინასწარი შეფასებით, ეკონომიკურმა ზრდამ 5,7% შეადგინა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის ოქტომბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,7 პროცენტი, ხოლო 2017 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,9 პროცენტი შეადგინა.

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის ოქტომბერში ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი, ხოლო კლება დაფიქსირდა მშენებლობასა და უძრავი ქონებით ოპერაციების სფეროებში.