სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2017 წლის 29 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების  აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 30 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.720 პროცენტით, მაქსიმალური 7.950 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.778 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.000 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

მერაბ ჭანუყვაძე: ვტოვებ გუბერნატორის თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი ხალხის სამსახურში

მერაბ ჭანუყვაძე: ვტოვებ გუბერნატორის თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი ხალხის სამსახურში

4 საათის წინ

გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა. მან ამის შესახებ საკუთარ facebook გვერდზე დაწერა და მადლობა გუნდსა და ხალხს გადაუხადა.   "ჩემო მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა! ამ პერიოდის განმავლობაში...