თამთა შამათავა ქვეყანაში გარემოს დავცის კუთხით არსებულ მდგომარეობას აფასებს

თამთა შამათავა ქვეყანაში გარემოს დავცის კუთხით არსებულ მდგომარეობას აფასებს

"2012 წელს "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო პროგრამაში გარემოს დაცვითი სფერო პრიორიტეტულ მიმართულებად  დაასახელა და მოსახლეობას 23 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

დღეს კი, ხუთი წლის თავზე ხელისუფლებამ  არა თუ ფუნქციებით დატვირთა პრიორიტეტად გამოცხადებული სამინისტრო, არამედ ფაქტობრივად გააუქმა. ეს ხდება მაშინ, როცა საქართველო ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, როცა გარემოს გაუმჯობესების ინდექსით 155 ქვეყანას შორის  111-ე ადგილზე ვართ, როცა ყოველწლიურად იმატებს სიმსივნით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი, როცა ინგრევა და კატასტროფულად მცირდება  რეკრეაციული ზონების რიცხვი, როცა ქვეყანაში 53 ათასზე მეტი მეწყერული ზონაა (აზერბაიჯანში მხოლოდ 8 500 და სომხეთში 3 000).

აღსანიშნავია, რომ "ქართული ოცნება" 2012 წელს საარჩევნო პროგრამაში გვპირდებოდა სტიქიური მოვლენების პროგნოზირებისა და მოსახლეობის დროული გაფრთხილების სისტემის შექმნას, თუმცა ფაქტია, რომ ეს არ კეთდება, ქვეყანა ვერ ახერხებს არა თუ პროგნოზირებას, არამედ სტიქიასთან დროულ და ეფექტურ გამკლავებას. ფაქტია, რომ 2012 წლის გარემოს დაცვის მიმართულებით გაცემული დაპირებები, ოცნებისთვის შეუსრულებელი მისია აღმოჩნდა, რაც 5 წლის თავზე  სრულიად გაუაზრებელი და ჩემი აზრით, გაუმართლებელი ქმედებით დაასრულა", - განაცხადა თამთა შამათავამ.

გიორგი ვაშაძე: ანტიკორუფციული სასამართლოს პროექტი არის უპრეცენდენტო მსოფლიოში

გიორგი ვაშაძე: ანტიკორუფციული სასამართლოს პროექტი არის უპრეცენდენტო მსოფლიოში

10 საათის წინ

"ანტიკორუფციული სასამართლოს პროექტი, რომელიც "ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" მიერ შეიქმნა, არის უპრეცენდენტო მსოფლიოში. მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე, ჩემს მშობლიურ საქართველოშიც შევძლებთ მის მიღებას“ - ამ სიტყვებით მიმართა...