გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო ღიაა გლობალური ბიზნესისთვის

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო ღიაა გლობალური ბიზნესისთვის

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე", "საინვესტიციო შესაძლებლობების" პანელზე მისასალმებელი სიტყით გამოსვლისას საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებების შესახებ ისაუბრა.

"საქართველო ღიაა გლობალური ბიზნესისთვის. ჩვენ ვთავაზობთ დაბალ ფასებს და ბაზრის მარეგულირებელი ტვირთის სიმსუბუქეს, ასევე ბაზრის ფიზიკურ და ნორმატიულ ხელმისაწვდომობას. დღეს საქართველოში პრიორიტეტულია ინვესტიციები მძიმე და მსუბუქ ინდუსტრიაში, ასევე, ტექნოლოგიებსა და მომსახურებაში. გამოვთქვამთ იმედს, რომ გლობალური ბიზნესები განიხილავენ საქართველოს, როგორც წარმოებისა და სხვა ბაზრებზე დისტრიბუციის საწყის წერტილს", - აცხადებს პრემიერმინისტრი.

სიტყვით გამოსვლის ბოლოს პრემიერმინისტრმა პანელზე დამსწრეებს ყოვლისმომცველი რეფორმების პაკეტი და სტრუქტურული რეფორმები წარუდგინა. მისი თქმით, რეფორმების შემდეგი ეტაპი გულისხმობს ეკონომიკის სტრუქტურულ ტრანსფორმაციას და ბიზნეს შესაძლებობებზე ინკლუზიურ ხელმისაწვდომობას, რასაც სწორედ 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმა უზრუნველყოფს.

"არემჯი" დაბა კაზრეთში რეკრეაციული ზონების რეაბილიტაციას ახორციელებს

"არემჯი" დაბა კაზრეთში რეკრეაციული ზონების რეაბილიტაციას ახორციელებს

7 საათის წინ

დღეს "არემჯის" აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ დაბა კაზრეთში, კომპანიის მიერ გარემონტებული სკვერი მოინახულა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ერთ-ერთი  თავშეყრის ადგილია. ამის შესახებ ინფორმაციას "არემჯი"...