დიმიტრი ქუმსიშვილი: ენერგეტიკის სამინისტრო არ უქმდება, ხდება მისი ოპტიმიზაცია

დიმიტრი ქუმსიშვილი: ენერგეტიკის სამინისტრო არ უქმდება, ხდება მისი ოპტიმიზაცია

საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მედიის წარმომადგენლებისთვის საქართველოში ენერგეტიკის სფეროში არსებულ საინვესტიციო მდგომარეობაზე ისაუბრა.

"ენერგეტიკაში ინვესტიციების მოცულობა არ მცირდება. ენერგეტიკასთან მიმართებაში, ჩვენ უბრალოდ დგვემთხვა ის პერიოდი, როდესაც ძალიან ბევრი მშენებლობა ერთდროულად დასრულდა და ჰიდროელექტროსადგურები მწყობრში შევიდა. ამ წუთის მდგომარებით იდენტიფიცირებული ჰიდროელექტროსადგურები არის დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის, სადაც ინვესტირება უნდა განხორციელდეს. სახელმწიფო ძალიან აქტიურად მუშაობს ყველა კონკრეტული პროექტის მიმართულებით. პრაქტიკულად მთავრობის ყველა სხდომაზე ენერგეტიკის სამინისტროს გამოაქვს ახალი მემორანდუმები, რომელიც უკვე ფორმდება ჰიდროელექტროსადგურების პოტენციურ მფლობელებთან", - აცხადებს ქუმსიშვილი.

ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილმა განმარტა ენერგეტიკის სამინისტროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაერთიანების საკითხი.

"ენერგეტიკის სამინისტრო არ უქმდება. მინდა აღვიშნო, რომ ენერგეტიკა არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, ხდება ოპტიმიზაცია და რა თქმა უნდა, ეს არავითარ შემთხვევაში არ დააკნინებს ან შეამცირებს ყურადღებას ენერგეტიკის მიმართ", - აღნიშნა მინისტრმა.

ქალაქ ხონის რამდენიმე ქუჩას 21 სექტემბერს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ ხონის რამდენიმე ქუჩას 21 სექტემბერს გაზმომარაგება შეუწყდება

1 საათის წინ

მიმდინარე წლის 21 სექტემბრის დილის 11:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე ქალაქ ხონში კერძოდ, აღმაშენებელს, გურამიშვილს, კაკაბაძეს, ხობუას, ტიციან ტაბიძეს, ჭანტურიას, ახალშენს, დედალაურსა და პატარა კუხს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...