მთავარი » მსოფლიო » "ბიტფური ჯგუფის" დამფუძნებელი: საქართველო ინოვაციური ქვეყანაა
"ბიტფური ჯგუფის" დამფუძნებელი: საქართველო ინოვაციური ქვეყანაა
15:43 | 29 ნოემბერი, 2017

"ბიტფური ჯგუფის" დამფუძნებელი: საქართველო ინოვაციური ქვეყანაა

"ბიტფური ჯგუფის" დამფუძნებელი ვალერი ვავილოვი, რომელიც თბილისის აბრეშუმის გზის საინვესტიციო შესაძლებლობებისადმი მიძღვნილ თემატურ პანელში მონაწილეობს, აცხადებს, რომ საქართველო ინოვაციური ქვეყანაა და იგი მხარს უჭერს ბიტკოინ და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარებას.

სიტყვით გამოსვლისას, "ბიტფური ჯგუფის" წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით ის დიდი ხანია მუშაობს საქართველოს მთავრობასთან.

"დიდი ხანია ვმუშაობ საქართველოს მთავრობასთან. საქართველო ძალზე ინოვაციური ქვეყანაა. ეს არის ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს ახალი ტექნოლოგიების განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - აცხადებს ვავილოვი.

ვავილოვმა განსაკუთრებული აქცენტები საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივეზე და მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე გააკეთა.

"სანამ საქართველოში ბიზნესს დავიწყებდი, ბევრი რამ მქონდა გაგებული ქართული რეფორმებისა და ბიზნესის კეთების შესახებ. მაგრამ ერთია, როცა გესმის და მეორეა, როცა საკუთარი თვალით ხედავ. საქართველოში არ არის კორუფცია, აქ არის ძალიან ხელსაყრელი საგადასახადო რეჟიმი, იგი არამხოლოდ დაბეგვრისთვის არის ხელსაყრელი, არამედ სტრუქტურაა მარტივი, ცოტა დრო გჭირდება სხვადასხვა ქაღალდების შესავსებად. ასევე, არ არის ძვირი მუშახელი, ისინი არიან ძალიან შრომისმოყვარე. საქართველო არის მწვანე ენერგიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი, რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს იაფ ელექტროენერგიას. ყველა ეს პარამეტრი საქართველოს ხდის ძალიან კეთილგანწყობილს და მეგობრულს ჩვენი ბიზნესისათვის", - განაცხადა "ბიტფური ჯგუფის" დამფუძნებელმა.