ზურაბ გელენიძე: გარდაბანში 300 მეგავატის სიმძლავრის ქვანახშირზე მომუშავე სადგური აშენდება

ზურაბ გელენიძე: გარდაბანში 300 მეგავატის სიმძლავრის ქვანახშირზე მომუშავე სადგური აშენდება

თბილისში მიმდინარე "აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში გამართულ სესიაზე "საქართველოს საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობები" საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ ისაუბრა.

"ბოლო ათწლეულის განმავლობაში  საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის საინტერესო მიმართულება გახდა. ეკონომიკაში აღმოფხვრილია კორუფცია.  ევროკავშირის ქვეყნებთან და ჩინეთთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება  დიდ საშუალებას აძლევს ბიზნესპარტნიორებს, რომ ბიზნესი გაფართოვდეს.  საუბარია ფართო მასშტაბურ პროექტზე, ეს არის  300 მეგავატის სიმძლავრის ქვანახშირზე მომუშავე სადგური გარდაბანში, რომელიც თანამედროვე  ეკოლოგიური სტანდარტების დაცვით აშენდება", - აცხადებს გელენიძე.

ზურაბ გელენიძის განცხადებით, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად აქტიურად თანამშრომლობს იტალიურ კომპანიებთან "რავენადისთან' და "სიამსისთან", რომლებსაც  ინფრასტრუქურის სფეროში 100 წელზე მეტი  გამოცდილება აქვთ.

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

17 აგვისტო, 2018

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში კერძოდ, VII, VIIა, VIIბ, VIII მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას, ლომოურის გასავლელს, შარტავას გამზირის №4-ს, მელიქიშვილის I და VII გასავლელებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...